გერმანიის გათავხედებული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

გერმანიის გათავხედებული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დიახ, ელჩი პეტერ ფიშერი საგარეოში დაიბარეს და აუხსნეს, რომ ვენის კონვენციის თანახმად, ის ვალდებულია, დაიცვას დიპლომატიური ეტიკეტი და არ ჩაერიოს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში. ამჯერად ჩვენს ქვეყანაზეა საუბარი. მე არ ვიცი, ადრე თუ დაუბარებიათ რომელიმე ქვეყნის ელჩი ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ არ მახსენდება, ადრე საქართველოს ხელისუფლების წევრებს იქით იბარებდნენ ელჩები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტუქსავდნენ კიდეც. ახლა დროება ცოტაოდენ შეიცვალა, ამ ეტაპზე თავხედ ელჩებს თუ ვერ ვაძევებთ ქვეყნიდან, რევოლუციის წამახალისებლებსა და დამფინანსებლებს პანჩურით თუ ვერ ვყრით აქედან, შესაბამის უწყებაში უკვე ვიბარებთ. ისინი რამდენად ითვალისწინებენ თავიანთ თავებზე სახარების კითხვას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ აქამდე ამასაც ვერ ვბედავდით. ახლა გაცხადდა, რომ, ფაქტობრივად, ჩვენს სახელმწიფოს ეს გადამთიელები მართავდნენ - უნდოდათ, მოსამართლეებს ნიშნავდნენ, უნდოდათ - მინისტრებს ცვლიდნენ, უნდოდათ - პრემიერ-მინისტრებთანაც კი ჰქონდათ პრეტენზიები და როცა მოუნდებოდათ, გადააყანებდნენ კიდეც. ჩვენ ადრე ვისხედით და ვფიქრობდით, საიდან ჩნდებოდნენ თანამდებობებისთვის შეუფერებელი ტიპები მაღალ თანამდებობებზე? მაგალითად, რა უნდოდა თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრად? რა უნდოდა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად? ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბევრნი არიან, ბოლო-ბოლო, რა უნდოდათ რესპუბლიკელებს პარლამენტში? ე. წ. ელჩები თავიანთი აგენტებისთვის ითხოვდნენ არა მხოლოდ კვოტებს ყველა სახელმწიფო უწყებაში, არამედ ითხოვდნენ ქვეყნის მართვის სადავეებს. ეს სადავეები ჩამოერთვათ თუ არა, ეგრევე გადმოვიდნენ შეტევაზე და ამ წუთამდე ვერ ჩერდებიან, თავიანთი მარიონეტების მოყვანას ლამობენ, მაგრამ არ გამოსდით. არც გამოუვათ, მორჩა, ის დრო წავიდა.
გერმანიის ელჩმა, რომელიც მამუკა ხაზარაძის ბინაში ქირით ცხოვრობს (ეგეც საკითხავია, ქირას იხდის თუ არა), ესეც არ იკმარა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მივიდა - ჩვენ რომ არასამთავრობოებს ვაფინანსებთ, გადასახადი გაუუქმეთო. გაიგონეთ? უნდა დაგამხოთ და ამაში გადასახადსაც ნუ გადაგვახდევინებთო. ფიშერი უარით გამოისტუმრეს, უთხრეს, კანონი ყველასთვის ერთიაო. ეწყინა, წამოვიდა პრემიერის ადმინისტრაციიდან კუდამოძუებული და ასეთი კომენტარი გააკეთა: 
„ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შევხვდი ჩემი თხოვნით, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობისგან გადახდები გათავისუფლებული იყოს საქართველოს გრანტების კანონისგან, ვინაიდან ისინი უკვე შეთანხმებულია წინა გერმანულ-ქართულ ხელშეკრულებებში. პასუხი იყო - არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს“. 
ვისზეც უნდათ, იმაზე მოახდინონ ე. წ. ფოკუსირება, ჩვენ თავი დაგვანებონ. საკუთარი ქვეყანა თავზე ენგრევათ, მიგრანტების შიშით ქუჩაში ვეღარ გამოდიან და აქეთ გვასწავლიან ჭკუას. ორიოდე დღის წინ ამათმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, გერმანიაში მშვიდობა დასრულდაო. ეს ძველი ამბავია, გერმანიაში მშვიდობა მაშინ დასრულდა, როცა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფა დაიწყეს... როცა იქით ჭკუაზე დასარიგებლებმა აქეთ სხვას დაუწყეს დარიგება... როცა 70 მილიონზე მეტი ადამიანის გამჟუჟავებმა, გაზის კამერებში გამომბუგავებმა, ადამიანთა უფლებებზე დაიწყეს მორალის კითხვა. ხშირად, არ გინდა, ადამიანმა ვინმეს, მით უფრო, ქვეყანას რამე წამოაძახო, მაგრამ გაიძულებენ, არ გასვენებენ, აქეთ გიჩხიკინებენ. მოკლედ, ეგ არი, გერმანიის გათავხედებული ელჩი დატოვეს გაღიმებული და ეს მე ძალიან მომეწონა. ვიცი, თქვენც მოგეწონათ და აღფრთოვანდით.

ლევან ხაბეიშვილს ციხეში აწამებენო

ეს ამბავი ციხიდან პეტრე ცისკარიშვილმა გამოიტანა საკუთარი პირით. აწამებენო, დილეგში ჰყავთ ჩამწყვდეულიო... იცით თუ არა, რომ იქ ყველას აქვს ტელევიზორი, მის გარდაო? 
ვიცინი, ვხარხარებ, ამას ვინ ამბობს, პეტო? ძირძველი „ნაციონალი“, რომელიც მონაწილეა ყველა იმ უმსგავსობისა, რაც მაგათ ჩაიდინეს? ალბათ, გახსოვთ, პეტომ „ნაცების“ მოსვლისთანავე გამოიჩინა თავი - როცა გაადეპუტატეს, პარლამენტის შესასვლელში დაცვას სცემა, რა საშვსა მთხოვ, ვერ ხედავ, ფილარმონია კაცი მოვედიო? მერე იყო კონფლიქტი და დაკა-დაკა დავით კერესელიძესთან, რაც დავით საგანელიძესთან გაგრძელდა, პეტომ აქ კასტეტიც კი გამოიყენა. როცა „ნაცებმა“ ფესვები გაიდგეს, კი იცით, მერე რაც ხდებოდა ციხეებში, ქუჩებში, ოჯახებსა და ორღობეებში. წამება და დაწიოკება მაშინ იყო, თუ იყო. ახლა „გაპატიოსნებული“ პეტო გადმომდგარა და ისაო, ხაბეიშვილს ტელევიზორი არ აქვსო, ამ დროს ყველას აქვს და ეს წამებააო. მაგალითად, მე მომხრე ვარ, აშენდეს რამდენიმე ისეთი საკანი, როგორიც მაგათი ზეობის პერიოდში იყო და ჩავსვათ ცოტა ხანს იქ დაკავებული „ნაცები“, გაიგონ, როგორია ციხეში წამება - მაშინ ტელევიზორს კი არა, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ძვლებში ამტვრევდნენ. კიდევ რა ხდებოდა, ისედაც კარგად იცით. 
პეტოოო! ცოტა ფითილს დაუწიე, ძალიან სასაცილოდ გამოიყურები…

გვერდების ავტორია
გელა ზედელაშვილი