სარკოფაგიდან სადებატოდ დგება მუმია...
ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულმა ახალმა ამბავმა დებატების განახლება-აღდგენის თაობაზე, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დაბალ დონეზეა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის, ანუ ე. წ. პოლიტიკოსების აზროვნება და ცნობიერება. ვინც უფრო ყველაზე მეტად არის არის ნაფტალინში ჩაფლული, მით მეტად აყელყელავდა და პირდაპირ პრემიერ-მინისტრთან მოინდომა კამათი აქტუალურ საკითხებზე. ეგ კი არა, ზოგიერთი სარკოფაგიდანაც კი ამოვიდა, დოინჯი შემოიყარა და განაცხადა - მე თქვენთან, ხელისუფლებასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, „იმედის“ სტუდიაში მხოლოდ ქართველ ხალხთან სალაპარაკოდ მივალო. ნაფტალინიდან და სარკოფაგებიდან ამოსულთა შორის ყველაზე თავხედი მაინც ირინა (ირინე) სარიშვილი გამოდგა, ირაკლი კობახიძეს ასე მიმართა: „გავიგე, დებატებისთვის მზად ყოფილხარ და მოდი აბა მამაშენთან ერთად, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილიც წამოიყვანე, მე მარტო ვიქნები“.
ხოხ, ხედავთ, როგორი „მომზადილობა“ და ქედმაღლობაა? მამაშენიც მოიყვანე, მამაშენის ძმაკაცებიც, მე კიდე მარტო ვიქნებიო.
ღია წერილივით ირინა (ირინე) სარიშვილს
კარგი, დავუშვათ, ირაკლიმ მშობელი მოიყვანა, უფროსი ამხანაგები მოიყვანა, განა ეგ საკმარისი იქნება? თუ მამას მოიყვანს, დედამ რა დააშავა? ვიღაც ხომ უნდა იყოს, როგორც ქალი ქალს, ისე რომ დაელაპარაკები? ამდენ კაცებში ერთი კდემამოსილი მანდილოსანი ხო არ ჩაჯდები? შენი ქალობისა რა ვთქვი, მაგრამ მაინც!
მერე?
ერთი-ორი მეზობელი საჭირო არ არის? საჭიროა! ხშირად მეზობლებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ოჯახის წევრებმა და ამხანაგებმა. ხომ გაგიგია, კარგ ნათესავს ცუდი მეზობელი გვირჩევნიაო. ირაკლის კიდე ისეთი მეზობლები ჰყავს, საქართველოში ნურავინ დაიკვეხნის.
მოკლედ, ახლა ისღა დარჩენიათ კობახიძეებს, გაარკვიონ, სად ინებებ შეხვედრას - ჭუტაანებში, კეზერაანებში თუ აქუს აპარტამენტებში? მე თუ მკითხავ, ყველაზე უპრიანი მაინც აქუს აპარტამენტებია, თუ ლაპარაკის დროს რომელიმე საკითხში გაიჭედები, ეგრევე თბილი წყლით სავსე „ლახანკაში“ ჩაგაყოფინებენ ფეხებს. თან შეგიძლია, ალაგ-ალაგ „პრიმაც“ გააფუილო ხოლმე. რავი, აქუ პირდაპირ ეთერში ეწევა და... ანთილიყო მარიზა წაიყვანე, „ლახანკაში“ თბილი წყლის ჩამსხმელი ხო გინდა? სხვაც არა იყოს, მარიზაც კობახიძეა. ბოლო-ბოლო, დებატები რომ დამთავრდება, დაიკვეხნი, კობახიძეებმა ფეხები დამბანესო. ისე, მე მაინც მაქვს ერთი საინტერესო რჩევა: გეყო, რაც იწუწკე, დეეტიე სახლში, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, ინგა გრიგოლიასთან წაიჭორავე, „ჰერკულესის“ ფაფა ჭამე, ფისი ქენი და დაიძინე!
კიდევ ერთი... კაცობრიობამ მაინც ვერ გაარკვია, შენ ირინა ხარ თუ ირინე. გურამ პეტრიაშვილი ამტკიცებს, ეგ შეჩვენებული ირინეაო, ირინასთან საერთო არაფერი აქვსო. და კიდევ ერთი... გურამ პეტრიაშვილი რომ გეძახდა, მთელი ცხოვრება მოგელანდებიო, მართლაც გელანდება ხოლმე ყოველღამ და ეგეთი „გაჭივრებული“ გამომეტყველება ამიტომ გაქვს? თუ ეგრეა _ სიზმრებში პეტრიაშვილი გაშანტაჟებს, შავნოდარა კუნაპეტ სიუჟეტს მოამზადებს და შეგეშვება. იფიქრე, მაგაზე!
ახლა კი სერიოზულად
რატომ ჰგონიათ ამ ნაფტალინში ამოგანგლულებს, რომ ხელისუფლების წევრებმა და „ქართული ოცნების“ მომხრეებმა მაინცდამაინც ამათთან უნდა იდებატონ? რაღა დაგიმალოთ და, სიტყვა „დებატებს“ ვერ ვიტან, ქართველებს უამრავი შესაბამისი სიტყვა გვაქვს: „დებატები -_ მრაიმე საკითხის საჯარო განხილვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი, პაექრობა“
რატომ ჰგონია ირინა (ირინე) სარიშვილს, რომ ქვეყნის პირველ პირს თვითონ უნდა ეკამათოს? ან რაზე უნდა ეკამათოს? თავისნაირ ბოგანოებს შევარდნაძის გადაფურთხებული რომ აალოკინა? პარლამენტის შენობის წინ რომ დააჩოქა, ოღონდ, შენ არ გადადგე და ყველაფერს ჩვენ ავლოკავთო? გემახსოვრებათ 1991 წლის 2 სექტემბერი, როცა ამან და ამისნაირებმა კინოს სახლთან პროვოკაცია მოაწყვეს. მაშინ იქ პისტოლეტიდან გაისროლეს და დაიწყო კიდევაც ქვეყნის ნგრევა, ამას მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების გაძევება და ლამის მთელი საქართველოს გადაბუგვა. სარიშვილი და მისი „ისტორიული“ მნიშვნელობის მეუღლე ერთად დაძვრებოდნენ მოსკოვში შევარდნაძესთან, ერთად ჩამოჰქონდათ ჩემოდნებით ფულები და ასე უტევდნენ ზვიად გამსახურდიას. იწვალეს, იშავდღევეს, მთელი ქვეყანა ააყროლეს და მაინც ჩამოიყვანეს შევარდნაძე. იმანაც დაუფასა ირინა (ირინეს) „ღვაწლი“ და პირდაპირ ვიცე-პრემიერად დანიშნა. პარადოქსია, არა? ქალი თავის ქმართან ერთად თითქოს კომუნისტებს ებრძოდა, ეროვნულს აწვებოდა და როგორც კი ეროვნულები დაამხეს, ეგრევე რევანშისტი კომუნისტების გვერდით აღმოჩნდა. შემდეგ კი მოხდა? როცა ესა და გია ჭანტურია მანქანაში ისხდნენ, სადღაც მიდიოდნენ, ესროლეს, ფაქტობრივად, ჩაცხრილეს, მაგრამ ჩაცხრილული მხოლოდ ჭანტურია აღმოჩნდა, ამას მხოლოდ დუნდული გაეკაწრა. როგორც ჩანს, ამისი სიკვდილი არ უნდოდათ, თორემ რა პრობლემა იყო? ამ უცნაური ტრაგედიის შემდეგ ირინა (ირინე) სარიშვილმა ხელი უშიშროების იმჟამინდელ მინისტრს, იგორ გიორგაძეს დაადო და ამტკიცებდა, ქმარი ამან მომიკლაო. ჰოი, საოცრება, გავიდა ცოტა ხანი და, უკვე „ნაცების“ ზეობის ხანაში ის იგორ გიორგაძის პარტიის თავმჯდომარე გახდა. ზოგს გაუკვირდა, ზოგს - არა, ბევრმა თქვა კიდევაც, აბა, ამ უზნეო ქალისგან რას ელოდებოდითო? ჩვენ მისგან არაფერს ველოდებოდით, უბრალოდ, მხრები ავიჩეჩეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ადამიანის არაადამიანურობას საზღვარი არ აქვს. ირინეს სისხლი არ ასვენებს, ერთხელ გაუვარდა ხელისუფლების დამხობა და კიდევ უნდა, სწყურია, ძველი დროის დაბრუნება უნდა. იცით, რატომ ენატრება? დალაგებულ და დაწყნარებულ ქვეყანაში მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნია, როცა ქვეყანა ქაოსშია, ის მხოლოდ მაშინ ტივტივებს. სხვებიც ეგრე არიან, ხატიები, ჭიჭეები, თარგამაძეები, გირჩები და მირჩები, მაგრამ ეს უფრო „ღვაწლმოსილია“, პირდაპირ იყო ჩართული ზვიად გამსახურდიას დამხობაში, ეს ბებერი და გამოცდილი ქოფაკია. აბა, სად საბა ბუაძის ბიოგრაფია და სად ამისი? გამოვარდა ეს გრძელი ბალღი და იძახის, მე მარტო კახა კალაძესთან ვიდებატებ, ცოტა დაუჩქარეთ, თორემ ვიცი, მალე დაიჭერთო. თუ ბუაძე ადრე „ლელოელი“ იყო, იქიდანაც გამობუნძულდა, რა სტატუსით უნდა დაუჯდეს კალაძეს, რაზე უნდა ედებატოს? ფული რატომ გაქვსო? რა ვიცი, კალაძეს ფული არც ადრე აკლდა, კაცმა გამოიმუშავა, თუ რამე დამიშავებია, პასუხს ვაგებო, თვითონვე ამბობს. ახლა რომელიმე სტრუქტურაში ვინმე რამეს რომ მოიპარავს, ყველას მაგივრად ეს ხომ არ ჩაჯდება ციხეში?
რამდენიმე წინადადებით ისევ ირინეს უნდა დავუბდუნდე, ეს ქალი საუკეთესო ნიმუშია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ერთხელ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ მითხრა, საქართველოში კანონი რომ არსებობდეს, მე კარგახნით ციხეში უნდა ვიყო გამოკეტილიო. კაცმა რომ დააშავა, ბოლოს მიხვდა და ნანობდა კიდეც. ამის მომსწრე პირადად მე ვარ და ჩემთან აქვს ნალაპარაკები. იმან იგრძნო, ირინებმა და სხვებმა ვერ იგრძნეს, რა დაატეხეს თავზე საქართველოს და რამდენი წლით დახიეს უკან, ესენი ისევ იწევენ ძალაუფლებისკენ და საკმარისია, ხელისუფლებამ რამე ინიციატივა გამოიჩინოს, ეგრევე წამოიშლებიან ხოლმე სარკოფაგებიდან. ამათ არ უნდათ იმის დაჯერება, რომ ახლა სხვა დროა, 1990-იანი წლების მატარებელმა ჩაირბინა. არც იმის დაჯერება უნდათ, რომ დღეს ხელისუფლებას ვეღარ დაამხობენ და თანაც იმავე მეთოდებით, 1990-იან წლებში გამოყენებული ე. წ. წესებით. ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, როგორ გაწირეს ზვიად გამსახურდია ჯოგებად ჩამოყალიბებულმა დაჯგუფებებმა?
ახლა მართლა სხვა დროა, სახელმწიფო წელშია გამართული, ძალოვნები იდეალურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ე. წ. ოპოზიციონრები შეეთრევიან ციხეში, ცოტა ხანში გამოეთრევიან დაწყნარებულ-დაბანილ-დავარცხნილები და დაბანცალებენ ჭაჭანაჭამი ინდაურებივით. აგერ, გივია თარგამაძე, თავისდროზე სულების ამოხდით რომ გვემუქრებოდა, ამბობს, 7 თვე ობობას ველაპარაკებოდიო. ისე, ალბათ, გაუკვირდა ობობას, ამ კაცს პირი არ აქვს და მაინც ლაპარაკობსო. სხვათა შორის, გივია თარგამაძეს პირი რომ არ აქვს და მაინც ლაპარაკობს, ეს პირველად ცხონებულმა რეზო ამაშუკელმა შეამჩნია.
ამჯერად აქ დავსვათ წერტილი, დანარჩენზე კი მომდევნო ნომერში ვილაპარაკოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა შევაგნებინოთ (ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ) „მავნებს“, რომ კარგად აწონონ, გაზომონ, შეაფასონ თავიანთი მდგომარეობა, შესაძლებლობები, მონაცემები და მერე ამოარჩიონ საპაექროდ პერსონები. გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ამბობს, კობახიძეს მხოლოდ გახარია დაამარცხებსო, დააბრუნეთ და მერე ვილაპარაკოთო. მამუკა ხაზარაძის პატარა „პადელნიკი“ გრიგოლ გეგელია ამტკიცებს, ჩვენ ყველა ქოცს ბეჭებზე დავდებთო. მოკლედ, არიან ერთ ამბავში, ანიკო წითლიძე ეუბნება ქართველ ერს, მიშა გამოუშვან ერთი საათით, დაუსვან ბიძინა და ნახავთ, როგორი შედეგი დადგებაო.
რა ვიცი, ხალხო, 9 წელიწადი მიშას ვუსმინეთ და განსაკუთრებული ვერაფერი მოვისმინეთ, ახლა რა ჯანდაბა უნდა თქვას? ჰო, სევდია უგრეხელიძეც მაგ აზრზეა, მიშა დაპატიმრებული ჰყავთ და ისე დებატებს რა აზრი აქვსო? ამ ქალს რომ ეძინება, ტელევიზიაში ან ვერ ხედავენ, ან კიდევ არავინ ეუბნებათ.
გელა ზედელაშვილი

