კონკრეტულად ახლა რატომ გამოყარეს ეპსტინის ფაილები?

კონკრეტულად ახლა რატომ გამოყარეს ეპსტინის ფაილები?

რაგინდ თავი იმტვრიოს მეტ-ნაკლებად პატიოსანმა კაცმა, ეპსტინის (ეპშტეინის) ფაილები რატომ გამოყარეს მაინცდამაინც ახლა, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის დროს, ორი შაბლონური ვარიანტის გარდა, ვერაფერს მოიფიქრებს!
მსოფლიო საზოგადოება დატესტეს და ერთი ვარიანტია ის, რომ აქამდე არსებულმა პროექტებმა ვერ  გაამართლა, პირიქით, სიძულვილი და უნდობლობა გააჩინა ერთი შეხედვით უწყინარ გლობალისტურ საკითხებთან დაკავშირებითაც კი და, ტრამპი ახალი პროექტია – მათივე კაცი სხვა ქურქში;
მეორე ვარიანტია ის, რომ ტრამპი მართლაც გლობალიზმთან და არაადამიანური გამოვლინებების წინააღმდეგ მებრძოლია – ცხადია, არა როგორც ერთი კაცი და მისი ხილული გუნდი.
მართებულია შეკითხვა: რეალურად ვინ არის პაპილო ტრამპი, გლობალისტების შედარებით ადეკვატური ნაწილის პროექტი თუ აშშ-ის გაძლიერებული ფარული ნაციონალური ელიტის?
აქ კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება: შესაძლოა თუ არა, რომ გლობალისტებშიც იყოს ადეკვატური და არაადეკვატური ფრთები? ვფიქრობ, ადეკვატურობა არაფერ შუაშია. შესაძლებელია, იყოს აგრესიული და მოძალადე ფრთა და მეორე, დამყვავებელი – „ვინც მოითმენს, ის მოიგებს“ ფრთა.
პირადად მე, დიდი ეჭვი მაქვს, რომ პირველი ვარიანტია!
რატომ მაქვს ეჭვი? იმიტომ, რომ ძალამ, რომლის ხელშიც დოლარის ბეჭდვაა (და არა მხოლოდ) და ვიღაც უბირი ეპსტინი ისეთ კვარცხლბეკზე აიყვანა, რომ ე. წ. დასავლური ელიტები ერთნაირად ამოავლო წუმპეში ერთ კუნძულზე, აშშ-ში მისი კისრის მომგრეხი ელიტა რანაირად და სად უნდა აღმოცენებულიყო, ვინ შეიძლება იყოს „ნაციონალური ელიტა“?
და საერთოდ, არავინ რომ არ დაიჯერა ყველა ფაილის გამოჩენა, ამიტომაც გაუხდათ სათქმელი, რომ ყველა ფაილს არ გამოაქვეყნებენ, იმიტომ, რომ ზოგი ძალზე სენსიტიურია, ზოგში მსხვერპლის იდენტიფიკაციაა შესაძლებელი და ა. შ. თუმცა, იმ გამოქვეყნებასაც რა აზრი ჰქონდა, ვინმე დაისაჯა? ტრამპის ადვოკატმა გარკვევით განაცხადა, რომ პედოფილები არ დაისჯებიან! რატომ?
აშშ და ეპსტინი რად გვინდა, ჩვენთან, „მიშას ფაილებიდან“ ყველა გასაჯაროვდა? და რაც გასაჯაროვდა, მერე რა – ორი-სამი კინკილა შემსრულებელი დააკავეს, სისტემის შემოქმედები კი ხელშეუხებლებად დარჩნენ.
ეპსტინის ფაილებში მიშა, ბენდუქიძე და ვიღაც მესამე ქართული გვარის მქონეც რომ იყო ნახსენები, ერთობლიობაში ლინკოლნ მიტჩელის ნათქვამი ნართაული გამახსენა: „წარმოიდგინეთ, 2003 წლის ბოლოს რუსეთის მთავრობას იმის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გამოეგზავნა ვინმე, ვინც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებდა და, ამავე დროს, ფარულად რუსეთის ინტერესებს განახორციელებდა. ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა, მაგრამ რომ მომხდარიყო, პატრონები კრემლიდან პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის სასარგებლოდ დაკარგვას დაავალებდნენ, რათა ზუსტად სცოდნოდათ, რომ საქართველო ვერ შევა ნატოში, საქართველოს ეკონომიკა სუსტი იქნებოდა, ხოლო ქვეყანაში პოლარიზაცია შენარჩუნდებოდა. ამ პრეზიდენტს იმასაც სთხოვდნენ, რომ რეგიონში ამერიკისადმი ნდობა შეესუსტებინა, ხოლო აშშ-ს რაც შეიძლება ბევრი ფული დაეხარჯა საქართველოში. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არ არის საიდუმლო რუსული გეგმის მონაწილე, მაგრამ ყველაფერი ეს საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა“.
ამიტომ ვეჭვობ, რომ ტრამპი „იგივეა“ ახალი ქურქით!
თავდაპირველად, ერთხანს, ერთგვარად ვფიქრობდი, რომ ტრამპმა ალალად თქვა, წინა საპრეზიდენტო ვადაში ვერ მოვასწარი „დიფ-სთეიტთან“ შებრძოლება და განეიტრალებაო. დავუშვი, რომ ხილული მმართველები დაუპირისპირდებოდნენ ფარულ მმართველებს, მაგრამ ამდენი და ისეთი კომპრომატები რომ გადმოიყარა, რომელიც რეალური ბრძოლის დროს აშშ-ის კონტინენტს ამოაყირავებდა და ევროპის ნაწილსაც ჩაიყოლებდა, თუმცა მხოლოდ სანახაობრივი ინფორმაცია რომ შეგვრჩა, აღარაფერი დარჩა საიმედო ან სამკითხაო.
საერთო მიზანი აქვს ყველას, ვინც ამ სამსიტყვიან ფრაზას იხდის კრედოდ – „ახალი მსოფლიო წესრიგი!“
თუ ვინმეს ვინაობა გამოჩნდა იმ ფაილებში, მხოლოდ ისინი ბრძანდებიან და იქნებიან, ვინც უკვე ბოლომდე გამოყენებულები არიან და, როგორც უკვე გამოუსადეგარნი, საკბილოდ გადმოაგდეს; მათგან არცერთი არ იქნება ებრაელი, ან ნაკლებად იქნება, წილობრივად. თვით ეპსტინი კი, ვფიქრობ, იმიტომ გაწირეს, რომ სახიფათო სახე მიიღო მისმა ორმაგმა აგენტობამ – მოსადს რა უჭირს, რუსეთის ვექტორისკენ...
ზედა და მთავარი ფენა ხელშეუხებელი დარჩება ყოველთვის; შეხებას დააპირებს ვინმე და კენედის ხვედრს გაიზიარებს!..
ბატონი ლევან ადეიშვილის თქმისა არ იყოს, მხოლოდ მაშინ დავიჯერებ „დიფ-სთეიტთან“ ბრძოლას, თუ დავინახავ დოლარის ბეჭდვის უფლების წართმევას, როკფელერ-როტშილდ-ვარბურგების მსგავსი ოჯახების დაჭერა-გაკულაკებას;
ბლექროკის და ავანგარდის დონის ტრანსნაციონალური კომპანიების დაშლა-დაჭერა-განკულაკებას;
რომის კლუბის, ბილდერბერგის და სხვა ლოჟა-კლუბების დაშლა-დაჭერა-განკულაკებას;
უზომოდ გავლენიან ებრაელ რაბინთა დაჭერას თავისი იდეოლოგებიანად, რაც იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ის, რასაც ტრამპი კლოუნობს, ფარსის ახალი მიზანსცენა არ არის და მისი მიზანი იმ ილუზიის შექმნა არ არის, თითქოს აღარ არსებობს და დაამარცხეს „დიფ-სთეიტი“.
ეს ჩამონათვალი არაფერია – უნდა მივიდნენ იმათთან, ვინც კიდევ უფრო კულისებშია და კიდევ უფრო მეტ ფულს და ძალას ფლობს. წარმოიდგინეთ, რამხელა უნდა იყოს ძალა, რომელმაც ეპსტინის კუნძული შექმნა და მთელი ელიტა იქ დადაღა; რომელმაც ქრისტიანულ სამყაროს წამყვან ქვეყნებში მოიყვანა სრული იდიოტები და არარაობები, მოახვია თავზე ლგბტ იდეოლოგია, შეუსია მიგრანტები, შექმნა პანდემია...
მაშ რასთან გვაქვს ამ ფაილებით საქმე?
ძალის დემონსტირებასთან – ძალის!!!
მაგალითები?!
ხომ შეეძლოთ, ცოცხალ-მკვდარი, კუანა და ძირს მგორავი ბაიდენის ნაცვლად ახალგაზრდა და ისეთივე გახრწნილი, ანუ მორჩილი მოეყვანათ, როგორიც მაკრონია ან ჯასტინ ტრიუდო?
მაგრამ არა! – გვინდა და ცოცხალ-მკვდარსაც აგარჩევინებთო!
როგორც დიდი და გაუგონარი სისასტიკის დემონსტრაციის ეფექტს აძლიერებს ყველაზე ძლიერი და ვითომ გლობალისტებთან მებრძოლი ქვეყნის უმაღლესი პროკურორის განცხადება – ვერავის დავიჭერთო!
დაუფარავი ცინიზმი!
ცინიზმი – ეს არის სატანის ისეთივე დამახასიათებელი თვისება, როგორც მიტევება უფლისთვის!
პანდემიამ, რომელიც იყო კაცობრიობის ზომბირება და მართვის ახალი მეთოდების გამოცდა, ფარულ ძალებს აჩვენა მთავარი: ხალხში აღარაა ემპათია და, თუნდაც ვირუსის საშიშროების წინაშე, ერთმანეთის გვამებზე გადაივლიან; ერთმანეთს დაადანაშაულებენ – იმის ნაცვლად, რომ ერთად შეიკრან და ახლა მაინც, როცა ყველაფერი გაირკვა, მანიაკი დამნაშავეების დასჯა მოითხოვონ!
ამიტომაც გაბედავენ უფრო უარესს და ლეტალურ პანდემიას ადრე თუ გვიან; ყოველ შემთხვევაში, ნიადაგს ამზადებენ – ახალ ვირუსზე ალაპარაკდნენ, რომლის ლეტალობა 75 პროცენტამდეაო.
დაზაფვრა ახალი ვირუსით, ბავშვისმჭამელთა და ავადმყოფი სექსუალური ფსიქიკის ელიტების ფაილები და დაუსჯელობის დემონსტრაცია – ეს არის ყველა საშუალებით ნების წართმევა, შიშისა და გარდაუვლობის ჩანერგვა მთავარი აქტების წინ!
შეთქმულების თეორიები რომ ჰგონიათ ახალი წესრიგი ტვინგაქვავებულებს, იმ სიმბოლოებს დააკვირდნენ, რომლებიც უამრავია იქ, სადაც ესენი სუნთქავენ!
პარიზის ოლიმპიადის გახსნის და შვეიცარიაში უდიდესი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე ჩატარებული წარმართული და სატანისტური სცენებია დასტური მათი ფარული განზრახვისა;
პანდემიამდე ბერლინში სტადიონზე თეთრ ხალათებში ჩაცმული მედდების მიერ გამოგორებული ათეულობით საწოლი გაიხსენეთ – როგორ აგვიხდა;
ფილმებში, ვატიკანში და ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო ვალუტა დოლარზე უამრავი სიმბოლოა...
მაგალითები უამრავია და ვისაც კოგნიტურმა სიჩლუნგემ არ დაუხუჭა თვალი, დაინახავს!
ერთადერთი, ღმერთი თუ გვიშველის ვინმეს ხელით, ან რომელიმე სახელმწიფოს, ან სხვა ხერხებით და ალაგმავს ამ განუზომელ ბოროტებას, ნელ-ნელა რომ ეუფლება კაცობრიობას!
ამბობენ, რომ ტრამპს არ უნდოდა ირანისთვის დაერტყა, მაგრამ „ეპსტინის ფაილებით“ აიძულესო. გინდ დაიჯერებ, გინდ – არა, მაგრამ ისეთი ჭორია, ჭკუასთან ახლოს რომ არის...
„ვერავის დავიჭერთ!“ – ვკითხულობ და ვერ ვიშორებ აკვიატებულ აზრს, რამდენად მართლები ყოფილან სტალინი და ბერია. მათთვის არ არსებობდა სიტყვა „ვერ“ – საკუთარ შვილსაც დაიჭერდნენ, თუ დააშავებდა, სასწავლებლად ლონდონში კი არ გაუშვებდნენ...
„ჩვენ დავიჭერთ შავ კატას ბნელ ოთახში, თუნდაც ის იქ არ იმყოფებოდეს!“ – ათქმევინა რეჟისორმა ფილმის პერსონაჟ ვარლამ არავიძეს. თურმე სიბნელეს შერწყმული შავი კატა ყოველთვის არის ბნელ ოთახში და მისი დაჭერაც შესაძლებელია!
ამ გადასახედიდან მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ, სამწუხაროდ, „შავი კატების“ მიმართ ზედმეტი ჰუმანურობა გამოუჩენიათ, როგორც ეს მათ უსაყვედურა ერთმა ბელგიელმა ისტორიკოსმა. ასე რომ არ ყოფილიყო, ერთმანეთის მიყოლებით ორივეს ვერ მოკლავდნენ...
რამდენი ხანიც ეს ორი გონიერი კაცი იყო სსრკ-ის სათავეში, იმდენი ხნით გადაიწია საბჭოეთში საბჭოთა ეპსტინის კუნძულების აღმოცენებამ, ამასობაში კი მათთან იდეურად მიმსგავსებული ახალგაზრდა თაობაც გამოჩნდა...
მერე და რა, ქართველებმა დავასწარით ყველას და საკუთარი „მიშას ფაილებიც“ გვაქვს, „უჩას ფაილებიც“ და ვინ იცის, კიდევ ვისი, რომელთაც ისევე არ ხსნიან საჯაროდ, როგორც „ეპსტინის ფაილებს“.
გახსენით და ერთხელ და სამუდამოდ დაადუმეთ დასადუმებლები!
ზურა ოშხერელი