სხვისი „ტონტორიკა“ რომ იყო, მიტომაც დაიჭირეს!!!

სხვისი „ტონტორიკა“ რომ იყო, მიტომაც დაიჭირეს!!!

18 თებერვალს იმდენი თხილეული ვაცმაცუნე უგონოდ, ეტყობა, ნიგვზის ცოტა ნაფქვავი ულვაშებშიც ჩამრჩა და მთელი ღამე საკოცნელად მოტანებულ თაგვებს ვიგერიებდი. სეირების ყურებისთვის ბატიბუტს ვიყიდიდი, თქვენებურად პოპკორნს, მაგრამ არ მიყვარს არაფერი მატყუარა, მით უმეტეს - სასუსნავი.
დედა, რა იყო ეს, რა დღე გათენდა 18 თებერვალი?
დილა ასე დაიწყო: 
– ზურაჯან, ვონცეს! – კაკლის ტეხვაში დამადგა ერვანდა და თავისი განუყრელი შავი ცელოფანი ფრთხილად დადო მაგიდაზე.
– ერვანდ, ბაზარში რომ ნიგოზი იყიდება, რანაირად აძრობენ იმ გულს ისე აკურატულად, ხომ არ იცი? ხან ჩაქუჩით ვცადე, ხან თხილეულის სპეციალური გასატეხით და არ გამომდის, ვერ ვზომავ და ყველა დამეჭყლიტა, – შევჩივლე ერვანდას და ჩემს გასიებულ საჩვენებელ თითს სული შევუბერე. 
– მე რათ მეკითხები, კრისა ვარ? აგე, ნანულა, მაგას უთხარ, კრისად ეგა მუშაობს, – ნანულის სახლისკენ გადაიქნია თავი ერვანდამ.
– მიდი, აბა, შენ გატეხე, შენც თუ დაგეჭყლიტება, – კაკლის გატეხვა შევთავაზე ერვანდას.
– გაიარე, რაა! – დამიღრინა ერვანდამ.
– რა იყო, ბიჭო, რას იუკადრისე, ძმაკაცობა დაგავიწყდა? – დავანამუსე უსირცხვილოდ.
– სლუში, მაგ მალატოკს თითში გავიკეთებ და არ უნდა, ვაა! ლურჯი თითი რა ჩემ ფეხად მინდა? – ისე აგრესიულად გააპროტესტა, რომ ნანულიმ გაიგო და სამ წუთში ჩვენთან დაერჭო გარგარის არყით.
– ხალხო, წუხელ ისეთი სიზმარი ვნახე, რომ გავიღვიძე, გამიხარდა დედამიწაზე რომ ვიყავი – მთელი ღამე კოსმოსში დავფრინავდი, – აქაქანდა ნანული.
– ცოცხით დაფრინამდი თუ პოლის ჯოხითა? – ჩაეძია ერვანდა.
– 1930 წლის 18 თებერვალს ამერიკელმა კლოდ ტომბომ აღმოაჩინა პლუტონი, ხოლო სხვა თვრამეტში NASA-ს ახალი მავალი მარსზე წარმატებით დაჯდა. ასე რომ, ეტყობა, მარსის ორბიტაზე დაფრინავდი. და კიდევ, ამ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, – მცირედით გავაცნობიერე ჩემი საზოგადოების უცვლელი წევრები.
– აბა, უყურე მაგ ტრაკ გახარიასა! – შეიცხადა ერვანდამ.
– რას ერჩი? – დოინჯი შემოიყარა ნანულიმ.
– გძელი ცხვირი აქ და პადლეცია! – საკუთარ პაწია ცხვირზე აისვა ხელი ერვანდამ.
– ზურა, მოდი, ტელევიზორი ჩართოთ, ბრიფინგი უნდა იყოს, ვინ დაიჭირეს, რა ქნეს, ვინ ზევითაა, ვინ – ქვევით, არ ჩამოვრჩეთ სამყაროს, – ვითომ ნებართვა აიღო, ყასიდად მომიტრიალდა ნანული და ტელევიზორის პულტს ეცა.
„მხოლოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი! მათ შორის, ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გარდა ამისა, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ნახევარ კილომდე „მეტამფეტამინი“.
– სლუში, ეს ნენარმალნი ამბავია! ყოველდღე ამდენებს იჭერენ, თანაც, მაგრად დაგრუზულ უცხოელებსა – ეგენები მაგარი დურაკები ყოფილან! ერთი რო გაბაზდა საქართველო ნარკოტიკებისთვის პრახადნოი დვორიაო, მორჩა, დალშე აღარ იციან რა ხდება. სლუში, ან გაზეთი წაიკითხე, ან რადიოს მიუსმინე, ანაც ტელევიზორსა – იგეთი ამბავია, კომისარი კატანი შურით სქდება, – ჩამოაყალიბა ერვანდამ.
– მოიცა, კაცო, რა ქადაგად დაეცი, კიდევ რაღაცას ამბობენ! – ჩამოუშალა ტრიბუნა ნანულიმ.
„საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება, ასევე, წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებსაც, – მოგვახსენეს საინფორმაციო ყუთიდან.
– უფ, შენ გენაცვალე! ეხლა იძახე „ჩემი ტონტორიკა“! – გაიხარა ნანულიმ და ნიშნისმოგებით გადახედა ერვანდას.
– ჩემი ტონტორიკა რო არ იყო, მიტომაც დაიჭირეს, ჟალ! შენა კიდე ზლაპამიატნი ხარ. რა იყო, ტონტორიკა ქალები მომწონს და ძალაა? ბა, შენნაირი შეხრაკული ჩხიკვივით ქალი უნა მომწონდეს, რო ძვლების მეშოკსა ჰგამხარ? – გული დასწყდა ერვანდას.
– ჰოდა, არ გინდა, ჩემნაირი შეხრაკული ჩხიკვი და იარე ტონტორიკასთან „პერედაჩებზე“, მე რა? – გალაღდა ნანული.
– ზურაჯან, შენ ხმას რათ არ იღებ? – ჩამეძია ერვანდა.
– დასაჭერი კიდევ ბევრია! – განვმარტე მოკლედ.
– დასაჭერი რამდენია, არ ვიცი, მაგრამ კმაყოფილი ეკა ბესელია, მაია ფანჯიკიძე და თინა ხიდაშელი, ალბათ, ერთად აბუთქებენ ფრანგული შამპანიურის ბოთლებს! – თვალი ჩამიკრა ნანულიმ.
– ვა, შოკოლადნი ატნაშენიაში ჩორტი იყო ჩავარდნილი? – ყური ცქვიტა ერვანდამ.
– ვისაც ხილულად უმტრო, ერთია და რამდენს აშანტაჟებდა კიდევ... ეგ შენი ტონტორიკა ის კატეგორიაა, ყველას რო გაუხარდება მაგის დაჭერა, თანაც 9-იდან 12 წლამდე კარგი ვადაა, სანამ ეგ გამოვა, ვირი ხეზე სამჯერ ავა! – ძალზე კმაყოფილი იყო ნანულიც.
როგორ ყვარებია ნანულის ერვანდა, თურმე როგორ ეჭვიანობს... ბავშვობიდან უყვარს...
– ჰა, რას გაშტერდით, დაასხით! – გამოსცა ბრძანება ნანულიმ და დატრიალდა ჩემი ისტორიული ტაბლის გასაწყობად.
უეცრად ერვანდას მობილურმა დარეკა, მაგრამ ისე ჩაახუჭუჭა სომხურად, ჩემმა მცირედმა არმენოლოგობამ ვერაფერი გაიგო. 
– სლუშით, ოლაფ შოლცმა მიხაელ როთს სუ არაპატრიოტი პროვინციელი ტრ...ი უძახაო, აშიკა რეკამდა გახარებული, – მოგვახსენა ერვანდამ.
– მაგას რა უხარია? – გაოცდა ნანული.
– ეგ როთი რო იყო ჩამოსული, მაგის გამო აშიკას „პრავა“ დაახიეს თავზედა, ფინთი მანევრი რათ ჩაუტარე, გული ნასკებში ჩაუვარდა კაცსაო. ეს კიდენა ხო მაგარი მყვირალაა. რო იკითხა, ვინ შევაშინეო და უთხრეს მიხაელ როთსაო, ამან იყვირა და ნამუსზედ შეაგდო მილიციელები, მაგ ვირიშვილის გამო თბილისელ ბიჭსა მჩაგრამთო? ჰოდა, ეგეც დაემატა და ცოტაც, კიღამ აშიკა ვირის აბანოში წაიღეს. ეტყობა, იმ მილიციებში ვიღაც თბილისელი ჯიგარი გამოერია და სულაც შტრაფი მისცეს, სუ ცალ ბეწვზე გადარჩა, – მოგვიყვა ერვანდამ ისტორია.
მე და ჩემნაირებს რომ გვკითხოთ, ოლაფ შოლციც დიდი არაპატრიოტი ტრ...ია და სასაცილოა, როცა თავისნაირს ამუნათებს, ჩემნაირი რატომ ხარო. ნეტავ, გასაღები პროვინციელობაში ხომ არ არის?
მოკლედ, საკუთარი ქვეყნის ნაკანცლერალმა უთხრა მიხაილ როთს, უსამშობლო გოიმი ტრ...ი ხარო და მე რატომღა დავუფარო მოშიშვლებული საჯდომი? 
ზოგადად, არ მიყვარს კონკრეტულ პირებზე ღიად შეხება და მათი ჭუჭყიანი საცვლების ფრიალი, მაგრამ თვითონ რომ საქვეყნოდ გამოფენენ, მე რაღა მენაღვლება, რატომ არ გავაქიაქო?
კარგად მახსოვს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა ნიშანი რომ მოგვიგო თავის გაგებაში: ბოდიში მოიხადეთ, მე გათხოვილი არ ვყოფილვარ, მე ცოლი მყავდაო, ანუ ერთნაირსქესიანთა წყვილში მე კი არ ვიყავი „ისაო“ და მე კი არ იმასმიშვებოდენო... ჰოდა, ზელიბერალურ სვეცკობაში ამგვარი ფრაზა სწორედაც რომ პროვინციელობაა, ანუ გოიმობა.
მართალია, ჩემთვის აქტიურიცა და პასიურიც, ორივე ერთია, მაგრამ კარგი, ბატონო, რადგან თვითონ ახდენს დიფერენცირებას, სხვანაირად ვიკითხოთ: არც მაშინ იყო ტრ...ი, როდესაც საკუთარ საჯდომს რუსთაველზე დააქანავებდა და უცხო ქვეყნის ცხვირს საქართველოს შიდა საქმეებში ჰყოფდა?
რაც შოლცმა უთხრა, ჩვენთვის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქეებისთვის კი იყო და, თავისნაირი უსამშობლო ქართველი პროვინციელი ტრ...ებისთვის რომ არ იყო, იმიტომაც თქვა „ოფლიანმა ვენახის კალია ეკამ“, ეს ამბები რომ ჩაივლის, მიხაილ როთს საპატიო თბილისელის სტატუსი უნდა მივცეთო.
ძნელია, ოლაფ შოლცს არ დაეთანხმო, რომ როთი არაპატრიოტი ტრ...ია – მისი საჯდომის რუსთაველზე თამაშით ისე დააზიანა გერმანიისა და ზოგადად, ევროპის რეპუტაცია საქართველოში, რასაც ვერცერთი რუსული პროპაგანდა ვერ შეძლებდა!
მიხაელ როთი მაშინაც ტრ...ი იყო, თავის უსამშობლო პროვინციელ საჯდომს როცა უფლებას აძლევდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ელანძღა!..
– ზურაჯან, ეგების მოფერებით უთხრა შოლცმან? რა ვი, ეგენები ხო სუ ერთი ბუდის ბარტყები არიან... – დაეჭვდა ერვანდა. 
– ბიჭო, რა ხუმრობით, დაუკვირდი, რა უთხრა! – დაჰკივლა ნანულიმ.
– მე რათ უნა დავუკვირდე, შენი სექტა დაუკვირდით და გლოვა ატეხეთ, „ატმასკა“ რო გაგიბანძათ შოლცმა! – მიუშტვინა ნანულის ერვანდამ. 
– დაუკვირდეს, მე აღარ ვარ სექტაში! – საჩვენებელი თითი აშკვირა ნანულიმ.
– მითამ რათაო? – ჩაეძია ერვანდა.
– იმიტომ, რომ მთელი ბუნდესტაგიც ეგეთია, ევროავშირიც და მაგათ ჭკუაზე მოსიარულე აქაურებიც! ჩვენი, ვითომ ოპოზიციაც და მათი მომხრეებიც კარგი საჯდომები არიან, ამ საჯდომს ტაშს რომ უკრავდნენ და თვალებში შესციცინებდნენ. 
ისადა, ევროკავშირი იმპოტენტი სამარცხვინო და ყველაზე უტვინო კავშირია მთელს დედამიწაზე და ჩვენ კიდე მათი ხატი რომ გვიწერია კონსტიტუციაში, ჩვენ ვინღა ვართ? – დაგმო რადიკალური ოპოზიციაცა და კონსტიტუციის 78-ე მუხლი 82-ე მუხლის ჩათვლით, ნანულიმ.
18 თებერვალი ჩემი კმაყოფილების დღე ყოფილა! ვიჯექი „ახტამარისა“ და გარგარის არყით გაბუჟებული და ისე ვნეტარებდი, რომ კაკლის გატეხვაც დავამუღამე და ყველა იმ თითის ტკივილმაც გამიარა, რომელშიც ჩაქუჩი ჩავირტყი.

ზურა ოშხერელი