პოლიტმკითხაობა თბილისური ეზოდან

პოლიტმკითხაობა თბილისური ეზოდან

წელკავმა შემომიტია, ვერ გამეგო, მარცხნივ გადაბრუნება უფრო მომწონდა თუ მარჯვნივ, ესენი კი ჩამძახოდნენ, პუტინი ბრუნავსო. პუტინი რომ ყველა ბრუნვაში ბრუნავდა, ვიცოდი; იმაზეც კი ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამიწასაც პუტინი აბრუნებდა, მაგრამ მანამდე ხომ ჯორდანო ბრუნომ გამოთქვა ეჭვი, დედამიწა ბრუნავსო, სულ ავირიე. აი, ასეთ უბედურ დღეში ვიყავი, ერვანდა რომ დამადგა „ახტამარით“, რაც კარგები ვართ, სულ სომხები ვართო. წელი კი მტკიოდა, მაგრამ ჩემმა ფეხსაცმელმა მაინც სასურველი მიმართულება მოხაზა. 
_ შენა წუხელ რა ჭამე? _ გაოცებულმა შემომხედა ერვანდამ.
_ ზნაკვი!
_ ეგ რომელია, რომ აცუებს და ყველას აშინებს? _ დაინტერესდა ერვანდა.
ისეთი სიცილი ამიტყდა, მეორე ფეხსაცმელი ვეღარ ვესროლე, მაგრამ წელში კი გაიარა ყველანაირმა დენმა.
_ რა გინდა ერვანდ, უნდა მომკლა? _ ძლივს ამოვიგმინე.
_ მე რათა, ნახე, რას ანბობენ, _ როგორცა წერამენ, აშშ-ის პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა პეკინში ვიზიტის დასრულების შემდეგ უპრეცედენტოთ მკაცრი უსაფრთხოების პროცედურა ჩაატარაო. სლუში, გაიგევი?
_ ვერა!
_ რა ვერა! აგე, სწერიან, Aირ Fორცე Oნე-ში ასვლამდე, ამერიკული დელეგაციის ყველა წევრს ჩამოართვეს ჩინური მხარისგან მიღებული ნებისმიერი ნივთი, დაწყებული სუვენირებითა და სამახსოვრო ნიშნებით, დასრულებული მობილური ტელეფონებით, რომლებიც ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ვიზიტის დროს კომუნიკაციისთვის გადასცესო და პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე, თვითმფრინავის ტრაპთან მდგომ ნაგვის კონტეინერში გადაგდესო. ეს ინჩა?
ვაა, მე ხო არ ვიგონებ, აქა სწერიან, პროტოკოლი ისეთი მკაცრი იყო, რო პლასტმასის საშვებიც კი არ დატოვესო.
ტო, შენ მაბშემც ის თუ დაინახე, ტრამპმა რო სი ძინპინის შპარგალკაში ჩაიხედა? ნეტა რას გადაწრეამდა?
_ ერვანდ, წელი მტკივა, რა ტვინს მიჭამ, თუ გინდა, დამზილე....
_ რომელი ზოია მე მნახე, დაგზილოს აგე, ნანულამ! _ გააპროტესტა ერვანდამ.
_ ბოლო-ბოლო, რა გინდა?
_ ბიჯო, ვერა ხედამ, აქ რეები სწერია? ვოტ _ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წესის მიხედვით, პრეზიდენტის ბორტზე არ უნდა მოხვდეს არც ერთი ნივთი, რომელიც უცხო ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან ან ტექნიკურ სისტემებთან იყო კონტაქტში.
_ მანაღვლე! 
_ ტო, ზურაჯან, ეს იცი, რასა ნიშნამს? ის დედანაკრავი დელეგაცია ვაბშემც ისე ამსერდა იმ სამალიოტში, რო ერთი „ზნაჩოკიც“ აღარ ებათ რუბაშკაზე _ ყველა ნივთი როგო უნა გაეიმასქნებინათ სუ წამებში?
_ ეგ ამბები სად ნახე?
_ გასროკილ ტელევიდენიებში, „იმედი“ და რამე იქნებოდა, მა სადა ვნახამდი? _ გაოცდა ერვანდა.
_ მე რომ არ მინახავს?
_ ზნაჩიტ, გაუსროკავში ვნახე _ მე რა, ვიცი სადა ვნახე, _ აღშფოთდა ერვანდა.
_ კარგია. ესე იგი, სერიოზულად ეკიდებიან ძლიერი სახელმწიფოები უსაფრთხოებას, ტექნოლოგიურ ჯაშუშობას და ინფორმაციულ რისკებს, მაგრამ სომხებით დაიწყე და სომხები რა თავ-ფეხში არიან?
_ ვოტ! სულ არიან, ოღონდაცა, არა ჩანან! „სომხური ლობი“ არ გაგიგიან? შენ ისა ნახე, ეხლა იქით რა მოხთება, _ თვალი ჩამიკრა ერვანდამ.
_ სად იქით, ერვანდ, წელი მტკივა! ან დაასხი, ან დამზილე!
_ მაიტა, დაგზილავ, მაინც იმ ფინთ ივროპაში მიგვათრემენ და კაცი მაინცა მყამდეს დაზელილი... ჰოდა, ეს რიჟა ხო შეხვდა იმ ჩუქჩასა, ეხლა ეს ჩუქჩა შეხვდება მიორე ჩუქჩასა _ ამბები წავა, არაყჩი არაყს მოგვთხომს და უსრულა ორსულ ქალებსა, _ გველეშაპის ვარიანტში, რა...
_ ტრამპის შემდეგ ახლა პუტინს რომ უნდა შეხვდეს სი ძინპინი? ეგ რა დიდი სალაპარაკოა...
_ მითამ რათაო?
_ იმიტომ, რომ ეგენი სულ ხვდებიან ერთმანეთს და რას ვიგებთ? ჩვენ ოფიციალური ტექსტით გვეტყვიან რაღაც ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ კავშირებზე, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, ჩინეთ-ამერიკის ბოლო მოლაპარაკებების შედეგებზე და მსგავს საკითხებზე; ან სულაც, ვითომ ერთმანეთს პატივს რომ სცემენ, ვიზიტი დაემთხვა რუსეთ-ჩინეთის კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის ხელშეკრულების 25-ე წლისთავს. მერე რაღაც ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ორმხრივ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს. სულ ეს იქნება, რასაც გავიგებთ, სინამდვილეში კი რას ეტყვიან ერთმანეთს, როცა მარტო დარჩებიან და რაზე შეთანხმდებიან, მაგას აშშ-ის დაზვერვაც ვერ გაიგებს მანამ, სანამ რაღაც ისეთ კონკრეტულ ფართომასშტაბიან მოქმედებებს არ დაიწყებენ, რაც ორივეს აწყობს...
_ ეგრეც ვიფიქრე! ტრამპმან და პუტინმა ეგრე არ ქნეს იმ ალიასკაში? _ დღემდინ არავინაც არ ვიცით და ყველაფრის იზმენაშიდ ვართ. მე ხოლოდ ერთი რამისა მჯერა, რო ჩვენზედ ნათქმი აქთ ერთი-ორი სმეშნოი სიტყვა და იმიტომაცა თქვა მერე იმ ტრამპმა, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროაო. ვაბშემაც, კავკასია ჩემიაო. ო კეიო, უთხრა ტრამპმა, მარამ მა გოგიას რაღა, ვირის თავ-ფეხიო? მაიტა, ევროპას მივცხოთო და იქიდან ერთი უბაზუნებს, აქედან _ მიორე, ის ბალვანი ივროპელები კიდე ფიქრობენ, ვაჰ, ეს რა ფინთათ გავიხლართეთო, მარამ როგო გამოძვრენ, უჟე ვეღარ იგებენ.
სლუში, ვერა ხვდებით ვერავინ, რა პონტი ტრიალებს? ეს სამი პალიტიჩესკი სული: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი, იცი, რა საპალნეს გასწემს დედამიწაზედა? დელო კაზუისტიჩესკოე, ს პრილოჟენიემ!
_ მიდი, კაცო, აზრიანად დამზილე და ჩამასხი, ან პირიქით!
_ გზელამ და მეტი რაღა ვქნა? ეხლა მაგ შაიკაში ირანსაც უნა შეძრომა და მამენტ, უჟე ჩათვალე, რო შემძრალია და თურქეთსაცა _ აი, მაგისი ამბავი არ ვიცი, როგორათ იქნება...
_ ერვანდ, რა ტვინი წაიღე, არ მოგწინდა პოლიტმკითხაობა?
_ მა რაზე ვიმკითხაო, უკრაინის კანეცზე?
_ ოღონდ, ეგ არა!
_ აჰა, აბა, ტელევიზორს უსმინე, გავიგოთ, რას ანბობენ, იქნება გვეძახიან, გაიქეცითო! _ ტელევიზორის პულტს ეცა ერვანდა.

ზურა ოშხერელი