ყოფილი პოლიტპატიმრის, ბესარიონ ხვინთელიანის სიმართლე

ყოფილი პოლიტპატიმრის, ბესარიონ ხვინთელიანის სიმართლე

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს,  ბუნებრივია, გულგრილს არავის ტოვებს. ამ მხრივ არც ყოფილი პოლიტპატიმრისა და ბიზნესმენის ბესარიონ ხვინთელიანის საქმეა გამონაკლისი. 
ბესარიონ ხვინთელიანმა მისი დაკავების მძიმე ეპიზოდი გაიხსენა. მისი განმარტებით,  ეს ფაქტი  სასტუმრო „ რედისონში“ მოხდა, როდესაც მას, როგორც მთავარ მასპინძელს, პრეტენზაციაზე ოდნავ შეაგვიანდა. ბესარიონი და მისი ძმა ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ თოფურიძის სპეცრაზმელებს შეეშალათ და ბორკილები  სატელევიზიო კამერების წინ მის  ძმას დაადეს.  ამ ხმაურიანმა დაკავებამ  დამსწრე უცხოელებიც კი შოკში ჩააგდო. ხვინთელიანს ჰქონდა საშუალება, იქაურობას გასცლოდა, მაგრამ უკან არ დაიხია, ღიმილით მივიდა თავის ძმასთან, პოლიციელებს ბორკილები შეახსნევინა მისთვის და ნებაყოფლობით  საკუთარ ხელებზე თვითონ გაიკეთა. როცა „შეცდომა“გამოსწორდა, მასპინძლებს მიმართა,  „სტუმრებს მიხედეთო“. იმ პრეზენტაციაზე თურმე ქყვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო. კერძოდ, საქართველოში ბესარიონ ხვინთელიანის დახმარებით უნდა შემოსულყო მილიონობით ინვესტიაცია, რაც მას მიშას ხელისუფლებამ პირადი მოსაზრების გამო არ აპატია და გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოამწყვდია. 
 მე, მაშინ, როგორც ადვოკატი,   ბესარიონ ხვინთელიანის თანამოსაკნეს  ვიცავდი , რომელიც მას  ხშირად  პატივისცემით იხსენებდა და, ბუნებრივია, ყოველთვის მაინტერესებდა მისი ბედიც.
მე ჩემს მეგობარ ოთარ კერვალიშვილთან ერთად გამოვეცი წიგნი „ბესარიონ ხვინთელიანის სიმართლე“, სადაც ჩემი დაცვის  ქვეშ მყოფის შესახებაც ვწერდით.  წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი საპარლამენტო კომისიასაც გადავეცით.  ამ წიგნმა მაშინ ბესარიონ  ხვინთელიანის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რადგან პირდაპირი სატელევიზიო ეთერებიდან კარგად ვხედავდით, შეწყალების კომისიის წევრები  რა  გულმოდგინედ ეცნობოდნენ  ჩვენ მიერ სახელდახელოდ დაბეჭდილ ნაშრომს, სადაც  დოკუმენტურად იყო დადასტურებული ბესარიონ ხვინთელიანის სიმართლე. 
პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ბესარიორ ხვინთელიანმა მალევე დატოვა საპყრობილე და ქვეყანაც, მაგრამ, რატომღაც მან  არაფერი  იცოდა ჩვენი არსებობის შესახებ. თუმცა, ისევ ოთარ კერვალიშვილმა, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა ბესარიონ ხვითელიანთან შეხვედრის, მისი ასავალ-დასავალი მაინც მოიძია და თბილისიში  ჩვენი შეხვედრაც შედგა.
საოცარია, რომ იმ დიდი განსაცდელის შემდეგ, რაც ბესარიონ ხვითნთელიანს ისევ ქართველებმა დამართეს, მის მონოლოგში არ ყოფილა არცერთი სამდურავი საქართველოზე. პირიქით, მას დიდი სურვილი აქვს, კვლავ იღვაწოს ქვეყნისათვის.  

ბესარიონ ხვინტელიანის დაპატიმრების მიზანი  
 ამ მიზნის ორ ნაწილად დაყოფა შეიძლება, რომლებიც ერთი-მეორეზე იყო მიბმული და სისტემურ დანაშაულს წარმოადგენდა რეჟიმის მმართველობის დროს. ეს მარტო ჩემ მიმართ არ იყო განხორციელდა, არამედ გარე აქტორების მიერ დაკვეთილი გეგმა იყო, დამოუკიდებლობის გზაზე ახალშემდგარი ქვეყნის დამონება, როგორც ზოგიერთი აფრიკული ქვეყნებისა თავისი რესურსებით, ინტელექტითა და ფიზიკური ძალით, რომლებიც დღემდე ხელთ უპყვრიათ ამერიკის და ევროპის ე. წ. ‘’დიპსტეიტის’’ უმაღლეს ლოჟას. აქედან გამომდინარე, ეს რეჟიმის პირველი მიზანი იყო.
  მეორე უფრო რთული და დიდი დავალებაა, რომელმაც ძალიან შორს შეიძლება წაგვიყვანოს. 
„საერთო გაზეთის“ მეშვეობით მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში დაღუპული ჯარისკაცების, წამებით მოკლული სამოქალაქო პირების ოჯახების და ყველა დაზარალებულების მიმართ!!!
მწამს და მჯერა, დღევანდელი მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ჩვენი მთავრობის თავდადებული პოლიტიკური კურსი და ბრძოლა გადაარჩენს და გაამთლიანებს საქართველოს, ჩაუყრის საფუძველს ჩვენი ქვეყნის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო ასპარეზზე თავისი ეროვნული თვითყოფადობით, რელიგიური მრწამსით, ტოლერანტობითა და ეთნოკულტურის ღრმა პატივცემით. 

ამნისტირების აქტი და პირველი ემოცია 
როგორც ჩემი დაბადების დროს, პირველი ამოსუნთქვის ემოციაც, ბუნებრივია, არ მახსოვს...
პირველი გრძნობა, ალბათ, ჩემი წყლიანი და სევდიანი თვალების ათინათი იყო გამცილებელი პატიმრების მიმართ: მე კარგად არ ვიცოდი, სად მივდიოდი, სამაგიეროდ, ძალიან კარგად ვიცოდი, ისინი სად რჩებოდნენ!!! სანამ ციხის ტერიტორიის ჭიშკართან მივედი, დაბნეულობასთან ერთად, ვგრძნობდი, სევდით სავსე ნაღველიანი ბურთი გამჩროდა ყელში.
მეორე ემოცია ჭიშკრის გარეთ სიხარულისა და სევდის ბავშვური წმინდა ცრემლები იყო...
ციხის სისტემის მსახურთაგან სულ მესმოდა: ‘’თუ დანაშაულს არ აღიარებ ცოცხალი არ გადარჩები’’, მიუხედავად არჩადენილი დანაშაულის არაღიარებით სააკაშვილის შეწყალებაზე უარი განვაცხადე 10-დღიანი შიმშილი გამოვაცხადე მოტივაცია მინისტრ ზ.ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის მ. ზოდელავას გასამართლება იყო. 1500 პატიმრის ხელმოწერა შევაგროვე და 100 პატიმარმა ჩემთან ერთად დაიწყო შიმშილობა, რაც სხვა ციხეებშიც გავრცელდა… ამას მოჰყვა კარცერი…
 საქართველოს ციხეები იმ პერიოდში გადავსებული იყო პატიმრებით. თუ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სულ 7 000 პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, საქართველოში 6 500 მხოლოდ ქალი იყო პატიმრობაში. როგორც ცნობილია, საქართველოს ციხეები იმ პერიოდში 45 000 პატიმარს იტევდა, ასევე 300 000 გაძარცვული, ნაწამები პრობაციონერი შიდა კონტროლის პატიმრები იყვნენ! უარესი დროც ჰქონია საქართველოს, მაგრამ რაც უფრო ჰკლავდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა!!!

სახალხო დიპლომატიური პლატფორმა `სოხუმი~
აფხაზეთი საქართველოს ყველა მოქალაქის ტრაგედია და ტკივილია.
პირადად მე, როგორც რიგითი მოქალაქე, აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე და სოხუმის დაცემის შემდეგ ჩემი მშობლების საფლავზე არ ვყოფილვარ. ეს ჩემთვის, როგორც ყველა აფხაზეთიდან ლტოლვილისთვის და დევნილებისთვის, დიდი ტრაგედიაა. ამ ხნის განმავლობაში მე ერთი დღეც არ დამიკარგავს აფხაზეთთან კონტაქტის გარეშე. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი საქართველოს ფაქტიურ და კონსტიტუციურ სივრცეს დაუბრუნდება.
რადგანაც საქართველოს და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნება და შევქმენით სახალხო დიპლომატიური პლატფორმა “სოხუმი’’, რომლის მიზანია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის შერიგების, ნდობის, მეგობრობისა და მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენის პროცესებისათვის ხელის შეწყობა, რომელთა გარეშე შეუძლებელია ჩვენს მოძმე ხალხებთან შემდგომი დაახლოება და ეკონომიკური განვითარება.
პლატფორმის ამოცანაა აფხაზეთში ცივილური, დემოკრატიული და ინტერნაციონალური ურთიერთობების დამყარებისთვის ორმხრივი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს იქ მცხოვრები ყველა ეროვნების მშვიდობიან თანაარსებობას, ყოველი ოჯახის ეკონომიკურ წინსვლასა და ცხოვრების დონის ამაღლებას ყველა სფეროში.
სახალხო დიპლომატიური პლატფორმა ‘’სოხუმი’’ იწვევს სახალხო დიპლომატიის ფორმატში თანამშრომლობისთვის აქტიურ და პროგრესულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს ქართული, აფხაზური და რუსული საზოგადოებრიობის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, რათა სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩვენს ერებს შორის შერიგებისა და ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად.
დღეს აფხაზეთის 100% ბიუჯეტი ფინანხდება რუსეთის ფედერაციიდან და შეადგენს 110 მილიარდ რუბლს. აქვე ისმის შეკითხვა, რატომ? პასუხი მხოლოდ ერთია: საქართველომ უნდა მონახოს რუსეთთან მოლაპარაკების გზები სამივე მხარისთვის მისაღები ფორმულით, თუ რას და როგორი სტატუსით შევთავაზებთ აფხაზებს და ოსებს საქართველოს ფედერაციაში გაერთიანებას რუსეთის თანდასწრებით.
ჩვენი პლატფორმა ამ თემებზე უკვე მუშაობს და აფხაზებთანაც გვაქვს კავშირები და პოზიტიური რეზულტატები. ველით საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობას.
   საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღევანდელი მთავრობა ნამდვილად ერთადერთია, რომელსაც საქართველო გადარჩენის გზით საერთაშორისო ურთიერთობის ასპარეზზე მიჰყავს. საქართველოს გზა კი, მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამდინარე, განსაკუთრებული გეოპოლიტიკის მატერებელი უნდა იყოს, როგორც რეგიონულ, ასევე მსოფლიო საერთაშორისო ურთიერთობების ბმმულში. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური სტატუსი ავსტრიისა და შვეიცარიის მოდელების მიხედვით. მან უნდა მოიპოვოს უფლება, ყველა დიდ მოთამაშესთან დაბალანსებული ურთიერთობები ჰქონდეს, ანუ არ იყოს არც დასავლეთის და არც ჩრდილო-აღმოსავლეთის (ამერიკა-ევროპა-რუსეთი-ჩინეთი) განსაკუთრებული გავლენის ქვეშ. დღევანდელი  მთავრობის კურსი ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული და ამიტომ საქართველო დღეს დიდ სამამულიშვილო ბრძოლაშია ჩართული. 

ლევან ჭიღლაძე