ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...

ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...

(გაგრძელება, დასაწყისი იხ. „სგ“ N15.)
უპირველესად, აუცილებლად აღსანიშნია „ბიბლიაში“ გადმოცემული საინტერესო მომენტები, რომლებიც რაღაც მფრინავ ობიექტებს ეხება.
მაგალითად, ეზეკიელის დანახული „მფრინავი ბორბალი“ (ეზეკ., 1_28), რომელიც მან მდინარე ქებართან იხილა. მისი აღწერილობით, მეფე იეჰოიაქინის გადასახლებიდან მეხუთე წელს იხილა ჩრდილოეთიდან მომავალი ქარიშხალი, სქელ ღრუბლებში მოგიზგიზე ცეცხლი, რომლის გარშემო სინათლე იყო, მისი შუაგულიდან კი ოქროსა და ვერცხლის შენადნობის მსგავსი რაღაც მოჩანდა. მის შუაგულში ცოცხალი ქმნილების მსგავსი ოთხი არსება იყო. ეზეკიელი აღწერს არსებებს დაწვრილებით და აღნიშნავს, რომ ადამიანის ხელები ჰქონდათ, თუმცა ტერფები ხბოს ჩლიქებს მიუგავდათ და გაპრიალებული სპილენძივით უბზინავდათ;
ოთხივეს ადამიანის სახე ჰქონდა, მაგრამ ოთხი სახე ლომის, ხარისა და არწივის სახის ჩათვლით. ჰქონდათ ფრთები. „სვლისას არ ტრიალდებოდნენ. ცოცხალი ქმნილებების მსგავსი არსებები გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხალს ჰგავდნენ. ცოცხალ ქმნილებებს შორის ჩირაღდნების მსგავსი რაღაცები მოძრაობდნენ წინ და უკან, კაშკაშა იყო მათი ცეცხლი და ცეცხლიდან ელვა გამოდიოდა. ელვას ჰგავდნენ ცოცხალი არსებები, როცა მიმოდიოდნენ.
როცა ცოცხალ არსებებს შევყურებდი, დავინახე რომ მიწაზე ცოცხალი არსებების გვერდით იყო თითო ბორბალი, თითოეულის ოთხივე სახესთან. ბორბლები თავიდან ბოლომდე კაშკაშებდა ქრიზოლითივით; ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა. ბორბლის აგებულება ისეთი იყო, თითქოს ბორბალი ბორბალში ზისო. სვლისას ისინი ოთხივე მხარეს მოძრაობდნენ, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ. მათი სალტეები შიშისმომგვრელი სიმაღლისა იყო; როცა ცოცხალი არსებები მიდიოდნენ, ბორბლებიც გვერდით მიჰყვებოდნენ, როცა ცოცხალი არსებები მიწიდან აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ. საითკენაც სული აღძრავდა, იქით მიდიოდნენ, რადგან სული აღძრავდა მათ...“ და ა. შ. დაწვრილებითი აღწერილობა.
საინტერესო ამონარიდი „ბიბლიიდან“ _ გამოსვლა 19 (საუბარია სინას მთაზე):
„ავიდა მოსე ჭეშმარიტ ღმერთთან, მოუხმო მას იეჰოვამ მთიდან და უთხრა: „ასე უთხარი იაკობის სახლსა და ისრაელის ძეებს: „თქვენ თვითონ დაინახეთ, რა გავუკეთე ეგვიპტელებს, რომ არწივის ფრთებით მეტარებინეთ (რა არწივის ფრთებზეა საუბარი?) და ჩემთან მომეყვანეთ. ახლა, თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცევით ჩემთვის.“ ეს სიტყვები უთხრა ისრაელის ძეებს. მოსეც მივიდა, მოუხმო ხალხის უხუცესებს და აუწყა ყველა ის სიტყვა, რაც იეჰოვამ უბრძანა მას. მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა.“ მაშინვე გადასცა მოსემ ხალხის სიტყვები იეჰოვას (ე. ი. მათი ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე, როგორც ისინი ირწმუნებიან, ვინაიდან თვითონ მან ვერ გაიგო).
იეჰოვამ უთხრა მოსეს: „აი, შავ ღრუბელში მოვდივარ შენთან, რათა გაიგონოს ხალხმა, როცა დაგელაპარაკები, და შენც სამარადისოდ გერწმუნონ.“ უთხრა იეჰოვამ მოსეს: „მიდი ხალხთან, განწმინდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ მოსასხამები. მოემზადონ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა იეჰოვა სინას მთაზე მთელი ხალხის თვალწინ. საზღვრები დაუდგინე ხალხს და უთხარი: „ფრთხილად იყავით, რომ მთაზე არ ახვიდეთ და არ მიეკაროთ მის ძირს. ვინც მთას მიეკარება, უნდა მოკვდეს. ხელი არ მიაკაროთ დამნაშავეს, რადგან უნდა ჩაიქოლოს ან უნდა განიგმიროს; გინდ ცხოველი იყოს, გინდ კაცი, არ უნდა იცოცხლოს.“ მთასთან მოსვლა საყვირის ხმაზე შეეძლებათ“ (მაშასდამე, რაღაც მფრინავი აპარატი რომ გაფრინდება, მხოლოდ ამის შემდეგ არის ნებადართული მთაზე ასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილია).
ჩამოვიდა მთიდან მოსე ხალხთან, განწმინდა ისინი და ხალხმაც გაირეცხა მოსასხამები. უთხრა მან ხალს: „სამ დღეს მოემზადეთ. კაცებო, არ გაეკაროთ ქალებს.“ მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა. ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი. გაისმა საყვირის ძლიერი ხმა და ბანაკში მყოფი მთელი ხალხი კანკალმა აიტანა (ანუ მფრინავი აპარატი მოახლოვდა).
გამოიყვანა მოსემ ხალხი ბანაკიდან ჭეშმარიტ ღმერთთან შესახვედრად და დადგნენ ისინი მთის ძირას. კვამლი ასდიოდა სინას მთას, რადგან იეჰოვა ჩამოვიდა მასზე ცეცხლში. ბუხრის კვამლივით ასდიოდა კვამლი და მთელი მთა ზანზარებდა. საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა (მაშასადამე, ძლიერი გამწევი ძალისა და ძლიერი ძრავის რაღაც მფრინავი ობიექტი დაჯდა მთაზე).
ლაპარაკობდა მოსე და ჭეშმარიტი ღმერთი ეხმიანებოდა. ჩამოვიდა იეჰოვა სინას მთის წვერზე. მოუხმო იქ მოსეს და მოსეც ავიდა. უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრან იეჰოვასთან მის სახილველად, თორემ ბევრი მათგანი დაეცემა. განიწმინდონ მღვდლებიც, რომლებიც იეჰოვას უახლოვდებიან, რათა არ დაატყდეთ იეჰოვას რისხვა.“ მიუგო მოსემ იეჰოვას: „ვერ ამოვა ხალხი სინას მთაზე, რადგან შენ უკვე გაგვაფრთხილე და მითხარი, საზღვრები დაადგინე მთასთან და წმინდად ჰყავიო ის.“ მიუგო იეჰოვამ: „წადი, ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ოღონდ არც მღვდლები და არც ხალხი არ ამოიჭრან და არ ამოვიდნენ იეჰოვასთან, რომ არ დაატყდეთ მისი რისხვა.“. მოსეც ჩავიდა ხალხთან და დაელაპარაკა მათ.“
მაშასადამე, მათი ღმერთი (იაჰვე, იეჰოვა) მიფრინდა რაღაც მფრინავი აპარატით, გაუშვა კვამლი და არ ეჩვენა არავის, გარდა განდობილი მოსესი, რომელიც უკვე ნაფრენი იყო ამ აპარატით. რატომ ერიდებოდა მათი ღმერთი ხალხთან გამოჩენას? რატომ იყო აკრძალული გარკვეული საზღვრის გადაკვეთა, რატომ მოკლავდნენ თანატომელები?
ახსნა ასეთი აქვს _ ყველაფერი ძალზე მარტივადაა. მათი ღმერთი (იაჰვე, იეჰოვა), ეს არის საშიში დემონი სავაოფი, რომლის ხილვა ქრისტიანულ ტაძრებში შესაძლებელია... ის ლილიტის ვაჟია, რომელიც ეყოლა სამუელისგან, სატანიელის (სატანის) მარჯვენა ხელისგან.
სიტყვამ მოიტანა და რა ვიცით ლილიტზე?
ვიცით ლილიტი, რომელიც ადამის ცოლი იყო ევამდე. როგორც გვასწავლეს, ღმერთმა ქალი და მამაკაცი სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა, მაგრამ ის ქალი ევა კი არა, ლილიტი ყოფილა. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ. წ. აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, ლილიტი დაწვრილებით ყოფილა აღწერილი, მაგრამ ენოქის წიგნიდან გადაწერილ „კაბალაში“ (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის ნახსენები.
რაც საკუთარი თვალით არ უხილავს ადამიანს, თავი როგორ გამოიდოს, მაგრამ თუ ეს მართლაც ასე იყო, ისევ ისტორიის გაყალბება-დამალვასთან გვაქვს საქმე...
ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტს შეუნარჩუნებია ღვთაებრივი საწყისი. მითების მიხედვით, მას შეუძლია იცვალოს იერი. არის თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ნაყოფიერი და, რაც მთავარია, მან შეძლო, არ ქცეულიყო მოკვდავად, თუმცა, თავნებობისთვის ღმერთის სასჯელს ვერ გაექცა. საინტერესოა, არა?
ამბავი ასე განვითარებულა. შექმნა ღმერთმა სამყარო და თანაბარუფლებიანი მამაკაცი და ქალი, ადამი და წითურთმიანი ლილიტი. ადამს ისე შეჰყვარებია ლილიტი, რომ მის სულში ღმერთის ადგილი აღარ დარჩენილა. „არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!“ _ შეუხსენებია ღმერთს ადამისთვის და დაურიგებია, ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდესო. ლილიტი არ დათანხმებია ადამთან უსიტყვო მორჩილებას და დაწყებულა გაუთავებელი უთანხმოება.
ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, საბედისწერო ჩხუბი ღამით მომხდარა, როდესაც ცოლქმრული მოვალეობის შესრულების შეთავაზების დროს ლილიტს განუცხადებია, მე არ დავწვები შენს ქვემოთ, ჩვენ თანასწორები ვართ და ამიტომ არც დაგემორჩილებიო. არც ადამს დაუხევია, მე მხოლოდ ზემოდან დავწვები, რადგან შენზე აღმატებული ვარ; შენ არავინ არ ხარ, მხოლოდ ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნებაო. განრისხებულ ლილიტს წარმოუთქვამს ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დაუწყევლია ადამი და წითელი ზღვისკენ გაფრენილა. ღმერთს ანგელოზები დაუდევნებია უკან, დაბრუნდი, თორემ ყოველ დღეს შენი 100 შვილი მოკვდებაო, მაგრამ ლილიტს ადამი აღარ უყვარდა და აღარ დაბრუნდა. ამის შემდეგ ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. ლილიტისგან მიტოვებული ადამი შესცოდებია ღმერთს და ამის შემდეგ შეუქმნია ევა სიყვარულისა და ერთგულებისთვის. ერთადერთი ადგილი „ბიბლიაში“, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ისაიას წიგნია.
„კაბალას“ (პაპიუსის) მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი, მაგრამ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს გაჰყვა ცოლად. ლილიტი განასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს, შავ ჭირს...
ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე გამოსახული არიან ლილიტი და სამუელი;
იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების: ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან.
ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ მეტი შვილი გააჩინოს, ამიტომ „თალმუდი“ აფრთხილებს მამაკაცებს, რომ სახლში მარტო არ დარჩნენ ღამე.
ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში „გილგამეში“. პროლოგში წერია, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წელი ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღეს აღმოაჩინა რომ ხეზე „უცხოები“ დასახლებულან. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც, ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით...
რა თქმა უნდა, ლილიტის ყოველ ხსენებას სასტიკი აგრესია მოჰყვება ხოლმე, როგორც მტკნარი სიცრუისას. ისმის ძირითადად, შეკითხვები: თუ ადამის გარდა სხვა მამაკაცი არ არსებობდა, ვისთან უღალატა ლილიტმა? „ბიბლიაში“ მკაფიოდ წერია, რომ ადამის პირველი და ერთადერთი ცოლი იყო ევა! ამ ორის გარდა არავინ იყო დედამიწაზე და ვისთან უღალატა? და ა. შ. მაგრამ „შესაქმესაიში“ პირდაპირ წერია რომ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ადამი და ევა სამოთხეში იყვნენ, ქვეყნად იყვნენ ვიღაც სხვებიც, „თესლის მთესველები“... შემდგომ ამისა, ადამისა და ევას და მათი ოჯახის წევრების გარდა, კიდევ არსებობდნენ სხვებიც... არის საკითხები, რაზეც სამღვდელოება რჩევას იძლევა, რომ არ ჩაუღრმავდნენ რიგითი მოკვდავები...
როგორც გავიგე, არსებობს „ადამის ეთიოპიური წიგნი“, ქართულად, თუ სწორად დავიხსომე, ნადარეიშვილის ძველი ტექსტების ნარკვევებში უნდა იყოს და საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშიც არის. მართლმადიდებლური ეკლესია ლილიტის შესახებ ამბებს აღიარებს როგორც აპოკრიფებს. აპოკრიფები (ბერძნ. საიდუმლო, დაფარული), მოგეხსენებათ, გვიანიუდეური და ადრექრისტიანული ლიტერატურული არაკანონიკური თხზულებებია. თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენებოდა გნოსტიკური ხასიათის თხზულებების მიმართ, რადგან გნოსტიკოსები ცდილობდნენ, თავიანთი სწავლება საიდუმლოდ შეენახათ. მოგვიანებით, ტერმინი დაუკავშირდა ასევე ადრექრისტიანულ ტექსტებს (სხვადასხვა არაკანონიკურ სახარებებს, ეპისტოლეებს, გამოცხადებებს), რომლებიც ქრისტიანული ეკლესიის მიერ არ იქნა ცნობილი ღვთივშთაგონებულად და არ შევიდა ბიბლიურ კანონში. შესაბამისად, აპოკრიფები იყოფა ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის აპოკრიფებად.
ასეა თუ ისე, ეს საუბარი სინას მთაზე მფრინავი აპარატის გამოჩენას მოჰყვა, რომელშიც მოსეც კი ყოფილა ნაჯდომი. ამდენად, უპირველესად, ჩვენი სვეტიცხოველი გაგვახსენდება. 

მაკა ჯაყელი

(გაგრძელება იქნება)