დამარხული სიმართლე

დამარხული სიმართლე

ძალიან უცნაური რამ მინდა გითხრათ, ჩემი ნანახი, იმ დროს გაუგებარი და წლების შემდეგ ახსნილ-მოსმენილი. ეს ვრცელი ამბავია, მსოფლიოს მოიცავს და საიდან დავიწყო, არ ვიცი, ჩვენიდან, ნიუ-იორკიდან, რუსეთიდან თუ საიდან?
მაინც ასე გადავწყვიტე, – შესავალს ავხსნი ჩემი მარტივი ენით, ჩემი თვალით ნანახს, რომელიც შემდგომში გაოცებისა და ღრმა ძიების საფუძველი გახდა.
ზოგიერთი ტერმინი რომ გაადვილდეს აღსაქმელად, განვმარტავ: მაგალითად, „ტრანზიტი“ არის გარდამავალი – ეპოქა, ის ხანაა; გასაღები – ამოხსნაა; ამნეზია – გენეტიკური მეხსიერების დაკარგვა და ასე მარტივად.
ასტროლოგ თორნიკე ბიძინაშვილთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც, ვთვლი, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ნახევარი წელია ამ იდუმალ თემას ვუკირკიტებ რომ რამენაირად გასაგებად მივიტანო ყველამდე.
რჩევის სახით გეტყვით – ვინაიდან გაზეთის ფორმატი არ იძლევა საშუალებას რომ აღნიშნული მასალა გაზეთის თითოეულ ნომერში ვრცელი მოცულობით დაიბეჭდოს, ნაწილ-ნაწილ ნუ წაიკითხავთ, დააგროვეთ და ერთიანად წაიკითხეთ, ერთი ამოსუნთქვით. 
დასაწყისში აუცილებლად უნდა ჩავურთო ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო ამბავი. 1972 წელი იყო. ლენინგრადში გახლდით სანათესავო. ამ დროს მე პატარა ბავშვი ვიყავი, უჭმელი და გამხდარი, ყველაფერს არ ვჭამდი, საკვებს მირჩევენ და ამიტომ ჩვენ სასტუმროს ნაცვლად ოჯახურ სიტუაციაში დაგვაბინავეს. 
ერთ დღეს, გადავდივართ შუა ლენინგრადში რაღაც ნანგრევებზე მე, დედაჩემი, დედაჩემის დეიდა და დაბლიდან რაღაცის ყვირილი დაგვიწყეს ქვემოთ მყოფებმა. დედაჩემს ჰქონდა ფოტოაპარატი „ზენიტი“ და ვთხოვე, ჩემთვის იმ ფონზე გადაეღო სურათი. არაფერი არ იყო მნიშვნელოვანი, დიდი სახლი იდგა ლენინგრადის რომელიღაც ქუჩაზე და 2 სართული ჩანდა ამოთხრილი მიწის ქვეშ. რატომ მიმიზიდა არ ვიცი, მაგრამ უცნაურად მეჩვენა რადგან ფერებში იყო – ზედა მხარე მკრთალი აგურისფერი იყო, ქვედა ძალზე მკვეთრი აგურისფერი. ნეტავ, რატომ მომინდა იმ ფონზე ფოტო? არ ივარგა იმ ფოტომ და აღარც არავის გახსენებია დღევანდელ დღემდე...
„საერთო გაზეთის“ სტუმრები, რომელთაც მე „უცნაური ადამიანები“ დავარქვი, სულაც არ არიან უცნაურები, ისინი ცდილობენ მასების გაღვიძებას და ინტუიტიურად, რატომღაც, მე მპოულობენ „გამტარად“, მე კი ვცდილობ, მკითხველისთვის მაქსიმალურად გავამარტივო იდუმალი ამბები...
დაკვირებიხართ, რომ სასულიერო პირებში ბევრი ფიზიკოსია? ფიზიკა მეტ-ნაკლებად ახლო მგდომი მეცნიერებაა კოსმოსთან, არასრულყოფილი, მაგრამ მცირედით მაინც მიმაახლოებელი ან ამომხსნელი. კოსმოსს ხსნის ენა და ფიზიკის ერთ-ერთი მიმართულება. ხელში გვაქვს ორივე და რა გვაკლია? გონი! გონი არ არის! ეს უნდა გაიხსნას, მაგრამ რანაირად, როდესაც საუკუნეებია, შვილებს სიმართლეს კი არა, ადამ და ევას ზღაპარს გვიყვებიან და ვუყვებით?
თემა ეს იქნება: ეპოქის დაკარგული ტრანზიტები; ასტროლოგიური გასაღები ჩვენი გენეტიკური ამნეზიისკენ
გენეტიკური ამნეზია: როგორ წაგვართვეს გიგანტების მემკვიდრეობა და სიმართლე ტალახის ფენის ქვეშ დამალეს.

სიმართლე ტალახის ფენის ქვეშ
გიფიქრიათ ოდესმე, რატომ არის, რომ ძველი შენობები მთელ მსოფლიოში — სანქტ-პეტერბურგიდან სან-ფრანცისკომდე — სულ მცირე, მთელი ერთი სართულით მაინც ჩასულია მიწის ქვეშ? თურქეთში ოთხი სართულით ჩასული სახლი ვნახე, ახლახანს რომ აღმოჩნდა შემთხვევით. ან რატომ ნახულობენ ახალ-ახალ ისეთ გამიზნულად გამოყვანილ გამოქვებულებს, რომლის ფსკერის ზომაც დაუდგენელია და იქ რაღაც არსებები ნამდვილად ბინადრობენ?
ოფიციალური მეცნიერება რაღაცას ბუტბუტებს „კულტურულ ფენებსა“ და ნიადაგის ჩაცურებაზე, მაგრამ რას მეტყვიან, თუ ეს ნიადაგი კი არ აწეულა, არამედ მთელი ქალაქები განზრახ დაიმარხა? რას მომატყუებენ, თუ ტალახისა და მტვრის ფენების ქვეშ იმალება არა უბრალოდ ისტორია, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული უდიდესი შეთქმულება, რომლის მიზანია წაშალოს მეხსიერება იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით სინამდვილეში?
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ბავშვობიდანვე გვიდებენ თავში, რომ ადამიანი შემოქმედების გვირგვინია, რომელიც ნელა და მტკივნეულად განვითარდა მაიმუნისგან, მაგრამ ყველა ხალხის მითები, ბიბლიიდან სკანდინავიურ საგებამდე, საპირისპიროს ამბობს. ისინი მოგვითხრობენ „ოქროს ხანის“ შესახებ, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ „ღვთის შვილები“, ტიტანები, გიგანტები — არსებების რასა, რომლებიც გვჯობდნენ როგორც სიმაღლით, ასევე განვიტარებით.
ჩვენ მივეჩვიეთ ამის ზღაპრებად აღქმას. მაგრამ რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ ეს წაშლილი ისტორიული ქრონიკის ნაგლეჯებია?

ოქროს ხანა: კუროს ეპოქა და „აპოლონის სხივი“
ჩვენი ნამდვილი ისტორია იწყება არა გამოქვაბულებში, არამედ კუროს ეპოქაში.
იმ უხსოვარ დროში პლანეტა განსხვავებული იყო. უფრო მაღალი ატმოსფერული წნევა და ჟანგბადის მომატებული შემცველობა ქმნიდა იდეალურ პირობებს გიგანტების ცივილიზაციის არსებობისთვის. მათი ცენტრი, შესაძლოა, იყო ლეგენდარული აღმოსავლეთ ალექსანდრია – არა უბრალოდ ქალაქი, არამედ მსოფლიო ცენტრი, სადაც მეცნიერება და ხელოვნება ჰყვაოდა.
ამ წინაპრებს არ სჭირდებოდათ ტექნოლოგიები ჩვენი პრიმიტიული გაგებით. ისინი ცხოვრობდნენ კოსმოსთან ჰარმონიაში და იყენებდნენ ბუნებრივ ენერგიას, რომელსაც პირობითად „აპოლონის სხივს“ ვუწოდებთ. ეს იყო ერთგვარი კოსმოსური გამოსხივება, რომელიც პლანეტას გადიოდა და მათ გენეტიკური პოტენციალის ასი პროცენტით გააქტიურების საშუალებას აძლევდა. სიმაღლის გაზრდა მათთვის სასწაული კი არა, ბუნებრივი პრაქტიკა იყო, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ერთგვარი მოწინავე იოგა ან სულიერი დისციპლინა. ამის შესახებ ცოდნა საიდუმლო არ იყო, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. ის ცხოვრების ნაწილი იყო.
მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. გრანდიოზულმა კატაკლიზმამ, შესაძლოა, პლანეტის ღერძის გადაადგილებამ ან გიგანტური მეტეორიტის ჩამოვარდნამ გამოიწვია პირველი დიდი წარღვნა. ატმოსფერო შეიცვალა, „აპოლონის სხივი“ შესუსტდა და სამოთხის პირობები გაქრა. გიგანტებმა, რომელთა ბიოლოგია სხვა გარემოზე იყო მორგებული, გადაშენება დაიწყეს. გადარჩა მხოლოდ მცირედი ნაწილი, ვისმა შთამომავლებმაც, შერეულმა უფრო მცირე ტომებთან, დაიწყეს განუწყვეტლივ „დაპატარავება“, თუმცა თაობიდან თაობას გადასცემდნენ თავიანთი ყოფილი სიდიადის „მიძინებულ გენებს“.

გიგანტების მემკვიდრეობა - ტარტარიის საიდუმლო ტექნოლოგია
ათასწლეულების შემდეგ, იმ დიდი რასის შთამომავლებმა კვლავ განაცხადეს თავიანთი თავის შესახებ. მათ შექმნეს უკანასკნელი გლობალური იმპერია, რომელსაც ჩვენ დიდი ტარტარიის სახელით ვიცნობთ. ძველ რუკებზე მისი სამფლობელოები წყნარი ოკეანიდან ევროპამდე ვრცელდება. მისი მემკვიდრეობა – გრანდიოზული ვარსკვლავ-ქალაქები, ანტიკური არქიტექტურა მთელ მსოფლიოში და ტექნოლოგიები, რომლებზეც ჩვენ არც კი გვიოცნებია.
მე მხოლოდ მოკლედ გადმოგცემთ საქმის არსს, ვრცლად უამრავი ვერსიების, ლიტერატურისა და რუკების მოძებნა შეგიძლიათ, სად და რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ცივილიზაციის დედაქალაქი, რომელიც გააქრეს...
ტარტარიის ელიტას ახსოვდა თავისი წარმოშობა. მათ იცოდნენ, რომ მათ სისხლში წინაპრების ძალა იდო, მაგრამ შესუსტებული „აპოლონის სხივი“ აღარ აძლევდა საშუალებას მისი ბუნებრივი გზით გააქტიურების საშუალებას. და მაშინ მათ იპოვეს გამოსავალი. მათ შექმნეს თავისუფალი ენერგიის ტექნოლოგია, რომელიც არა მხოლოდ კვებავდა მათ ქალაქებს, არამედ წარმოქმნიდა განსაკუთრებულ მასტიმულირებელ გამოსხივებას, რომელიც იმ კოსმოსურ სხივს ბაძავდა.
ეს იყო მათი უდიდესი ტრიუმფი და საბედისწერო შეცდომა. ცოდნა აღარ იყო საჯარო. ტექნოლოგია რთული და რესურსმოხმარებადი იყო და ის საიდუმლოდ აქციეს, ხელმისაწვდომი მხოლოდ მმართველი კლასისთვის იყო. ტარტარიის ელიტა კვლავ „გიგანტებად“ იქცა არა მხოლოდ სიმაღლით, არამედ ინტელექტუალური შესაძლებლობებითაც, რითაც შეუვალი უფსკრული შექმნეს საკუთარ თავსა და უბრალო ხალხს შორის.

„ტალახის წარღვნა“ - მეხსიერების წაშლის ოპერაცია
ტარტარიის კეთილდღეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ახალმა მსოფლიო ელიტამ, რომელიც ძველი სამყაროს ნანგრევებზე მოვიდა, მასში ეგზისტენციალური საფრთხე დაინახა. თავისუფალი ენერგიის მათ არც ისე ეშინოდათ, რამდენადაც მთავარის – კაცობრიობის გენეტიკური პოტენციალის აღორძინების. მათ ესმოდათ, რომ თუ ტარტარიის ტექნოლოგია ყველას საკუთრება გახდებოდა, მათი ძალაუფლება, რომელიც უმეცრებასა და კონტროლზე იყო დაფუძნებული, დასრულდებოდა. 
და მაშინ საზარელი გეგმა ამოქმედდა. ის, რასაც ჩვენ 18-19 საუკუნეების „ტალახის წარღვნას“ ვუწოდებთ, არ იყო ბუნებრივი კატაკლიზმი. ეს იყო დაგეგმილი გლობალური ოპერაცია. მისი მიზნები მარტივი და საშინელი იყო – ქალაქების წაშლა. ტალახისა და თიხის ნაკადებმა, რომლებიც ციდან გადმოვიდა ან რაიმე ენერგეტიკული იარაღით იყო გამოწვეული, დამარხა ტარტარიის ასობით ქალაქი. ჩვენ მხოლოდ მათ ზედა სართულებს ვხედავთ და გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ ასეც იყო აშენებული.
მატარებლების წაშლა – ტარტარიის მმართველი ელიტა მეთოდურად განადგურდა. მათთან ერთად დაიღუპა გაღვიძების ტექნოლოგიის ცოდნაც.
მეხსიერების წაშლა – გამარჯვებულებმა დაიწყეს ისტორიის ტოტალური გადაწერა. ტარტარია წაშალეს რუკებიდან, მისი მიღწევები საკუთარ თავს მიაწერეს და ყველაფერი, რაც მათამდე იყო, „ბნელ საუკუნეებად“ და „მითოლოგიად“ გამოაცხადეს.

მაკა ჯაყელი

(გაგრძელება იქნება)