აგენტები - ნებაყოფლობითი პატიმრები - „ოცნების“ ციხეში

აგენტები - ნებაყოფლობითი პატიმრები - „ოცნების“ ციხეში

რამდენი იდიოტია დღეს ციხეში ე. წ. სინდისის პატიმრის სტატუსით? რამდენზე „ნერვიულობენ“ ბრიუსელში? რამდენზე ათენებს ღამეებს ფეხზე ბატკანგამობმული სენატორი ჯო უილსონი? მოდი, ჩამოვთვალოთ: ირაკლა ოქრუაშვილი, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკუტა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი (ჭიჭე) ვაშაძე. დარწმუნებული ვარ, სანამ ამ წერილს დავასრულებ, ვიღაცები კიდევ შეემატებიან. ესე იგი, ამ ხელისუფლებამ ე. წ. ოპოზიციის 7 „წონიანი“ ლიდერი თითქმის ერთდროულად დააპატიმრა და მათ გამო ვინ გამოვიდა ქუჩაში, საქართველოს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა გააპროტესტა? მოსახლეობას ვინ ჩივის, ხალხო, მაგათი ოჯახის წევრებიც კი არ გამოსულან გარეთ, მხოლოდ გაცვეთილი ბოგანოები გამოჰყავთ ტელევიზორში და ალაპარაკებენ, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრდა, რომ საქართველოში 1937-იანი წლებია, რომ ამ ქვეყანაში ტირანია მძვინვარებს. 
აგერ, გივია თარგამაძეც დააპატიმრეს. მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა თუ არა, საკუთარი ფეხებით მივიდა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. ადრე, წლების წინათ გივია ამბობდა, „ქართული ოცნების“ წევრებს მალე გადავკუზავთო. ახლა თვითონ მივიდა თხოვნით - თუ შეიძლება, გადამკუზეთო. გადაკუზეს და წაიყვანეს, რა უნდა ექნათ? ანი წითლიძე ეგრევე მიხვდა, რაშია საქმე, ვისი დაკვეთით მოხდა გივია თარგამაძის წაკუზვა: „რუსქოცებმა“ პუტინს შეუსრულეს გივი თარგამაძის დაკავების თხოვნა - თარგამაძე რუსული რეჟიმის პირობებში, ციხეში უსაფრთხოდ ვერ იქნება“.
აი, რას ნიშნავს ინფორმირებულობა, პუტინი სპეციალურად ჩავიდა ჩინეთში, სი ძინპინს სთხოვა, ბიძინა ივანიშვილთან მიშუამდგომლე, ჩათლახი გივია დააპატიმროსო. სი ძინპინმა უთხრა, ვეტყვი, ვთხოვ, რომ გივია დააპატიმროს, მაგრამ ეს „ჩათლახი’’ რას ნიშნავსო? პუტინმა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გადაშალა და წაუკითხა: ჩათლახი ნიშნავს უზნეოს, გათახსირებულს, გაცვეთილსო.
სი ძინპინს გაჰკვირვებია, ეგეთი ძვირფასი წიგნი საიდან გაქვსო? პუტინს ხელი ჩაუქნევნია - ადრე ბიძინა ივანიშვილმა მაჩუქა, თუ გინდა, მოგცემ, მე კიდე გამოვაგზავნინებო. სი ძინპინს გაჰხარებია - დიდად დამავალებო.
ჰოდა, მეგობრებო, თქვენ თვალში არ მოგხვდათ, ანიკო წითლიძე ვარცხნილობით რაფაელის მადონას რომ დამსგავსებია? არა, მე ვამბობ, ვარცხნილობით-მეთქი, თორემ გამომეტყველებით ისევ სალომე ბაბოსა ჰგამს, როცა არაყ გადაჰყლურწამს ხოლმე.
გივია ციხეში უსაფრთხოდ ვერ იქნებაო, აცხადებს „გადაკრასკული’’ ანიკო. მა რააა, მთელი რუსეთი გივიაზე ნადირობს და უსაფრთხოდ რანაირად იქნება? თუმცა ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები უკვე ფეხზე დგანან და შეშფოთებულები გვადევნებენ თვალ-ყურს. ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა უკვე ამცნო პლანეტას, რომ რუსეთი საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიაზე მასიურ შეტევას ახორციელებს. დიახ, მასიურს და არა მასობრივს. 
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა ალეკო ელისაშვილს, იგი დაუყოვნებლივ დაუსვეს ინგა გრიგოლიას ცხვირწინ და ალაპარაკეს - მეო, ამიერიდან უყოყმანობა გადავწყვიტეო, ჩემი ყოყმანი აქ დამთავრდაო, ჩემი ორგანიზმი უყოყმანო გახდაო. მე ალეკოს „უყოყმანო ალიკა“ შევარქვი. ზოგიერთი ამქვეყნად შეცდომით იბადება და შეცდომით არქმევენ რაღაც სახელებს, მე კიდე ვცდილობ, ნამდვილი სახელები დავარქვა. აკი თქვა ბიძინა ივანიშვილმა, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვასო. სხვათა შორის, შავგვრემან ნოდარა მელაძეს „შავნოდარა“ მე შევარქვი და ამიტომაც მომიქსია იმ პერიოდში თავისი ერთ-ერთი დედაკაცი. ერთხელაც კარზე კაკუნია, გავიხედე, ქალი დგას, ხელში „ბლოკნოტის“ მსგავსი რაღაც უჭირავს. გაზის ქალი მეგონა, გავაღე და ეგრევე მეტაკა, ბიძინა ივანიშვილი თავისი მინისტრების გასამწარებლად დავალებებს რომ გაძლევდა, რამდენს გიხდიდა? რა-მეთქი? აი, ახლა ირაკლი ღარიბაშვილიც რომ გაძლევს დავალებებს თავისი მინისტრების გასამწარებლად, ეგ რამდენსღა გიხდისო? სუ დებილი ვეძახე იმ ქალს და წავიდა პანჩურამორტყმულივით. 15-წუთიანი სიუჟეტი მომიძღვნა შავმა ნოდარამ, თავისი ჭკუით, მეც გამაშავა, მაგრამ სინამდვილეში, რეკლამა გამოუვიდა - თურმე პრემიერ-მინისტრები დავალებებს მაძლევდნენ, ჭკუასაც მეკითხებოდნენ, თავიანთ მინისტრებს ჩემი ხელით ამწარებდნენ, ეს ხომ საამაყოა? ვააა, თურმე ძაან მაგარი ვყოფილვარ და მე კიდე „თავმდაბლურად“ ვიქცეოდი, ფაქტობრივად, რუხი კარდინალი გამომიყვანეს ამ კრეტინებმა. 
ჰოდა, იმას ვამბობდი, ალეკო ელისაშვილს „უყოყმანო ალიკა“ შევარქვი, თურმე სანამ მამუკას და ბადრის დაიჭერდნენ, ყოყმანობდა, ორგანიზმი ეუბნებოდა - იყოყმანე, ალიკ, იყოყმანე, ყოყმანის დრო ჯერ კიდევ არისო.
მორჩა, წავიდა ყოყმანისა და „ზადნით’’ სიარულის დრო, ჯერ თბილისია დასაბრუნებელი, მერე მთელი საქართველო. დავით აღმაშენებელსაც რომ ჩვენი ოპოზიციონრებივით ეყოყმანა, ქვეყანას ვერ გააერთიანებდა. 
ალიკა მერობას აპირებს, კახა კალაძეს უნდა შეეცილოს და მწარედ დაამარცხოს. ალიკა ხაზარაძე/ჯაფარიძის დაჩაგვრას არავის აპატიებს, არ გაუტარებს, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს. თუ საჭირო იქნება, ზურგიდანაც მიეპარება ზოგიერთს... თუ საჭირო იქნება, ქუჩაშიც გაუსწორდება „მავნებს’’, რა პრობლემაა? თუ საჭირო იქნება, ალიკა გატატრაყუნავდება, თაფლსაც წაისვამს და რუსთაველზეც დაჯდება. თუ თბილისს ვერ დაიბრუნებს, ეგრეც იზამს. მამუკამ დაუბარა - ბიჭო, ალიკ, სანამ ციხიდან დავბრუნდები, თბილისი დაიბრუნეო. მოკლედ, წილი ნაყარია, ყოყმანი დამთავრდა, ახლა უყოყმანოთა დროა!
მოკლედ, უკვე 8 აგენტი დააპატიმრა ამ ხელისუფლებამ, ვინმე გამოვიდა და გააპროტესტა? არა, მხოლოდ რამდენიმე დღის მერე მოიფიქრა იქ, ზემოთ მისტერ ყუფარსონმა, რომ მთლად უმოქმედობაც არ ივარგებდა და „ფლათფორმის“ უფროს სალომე ზურაბიშვილს 29 ივნისს საღამოს 8 საათზე აქცია ჩაანიშნინა. ზუსტად იმ დროს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ინტერ-მაიამს“ ეთამაშებოდა. სალომე ზურაბიშვილმა აქცია ასე დააანონსა: „მე ვიქნები იქა, თქვენც იქნებით იქა, ჩვენ დავდგებით ერთად“!
რაღა დაგიმალოთ და სალომე ბაბომ ჩემში მიძინებული მუზა გააღვიძა:
„ჯერ უნდა ჰყლურწო არაყი,
კედელს ახეთქო ჭიქა,
წამოხტე კაკოსავითა,
უცებ გაჰქუსლო იქა“!
„იქა“-ში რუსთაველის გამზირი იგულისხმება და თქვენც შეგიძლიათ, ამიერიდან რუსთაველის გამზირს „იქა“ უწოდოთ. დიახ, ორ დიდ სიტყვას სამი ასო არ სჯობს? ენერგიასაც დაზოგავთ და დროსაც. 
ისე, ლევან (კურკუმალ) ხაბეიშვილმა ყველას „მოუჯოკრა“, მან ისეთი მრისხანე განცხადება გააკეთა, აქეთ გორასაც ძვრა უყო, იქით გორასაც: „უნდა ვმობილიზდეთ და ბიძინა ივანიშვილი დავამხოთ, არ უნდა დავიღალოთ“!
წარმოგიდგენიათ? ეს წარაკუა უნდა მობილიზდეს და ბიძინა ივანიშვილი დაამხოს. ამასობაში ლიეტუვის საგარეო უწყებამაც გაავრცელა განცხადება - მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, პოლიტიკურად დევნილები უნდა გათავისუფლდნენ, ჩართული პირები კი დასანქცირდნენო. ისე, ერთ რჩევას მივცემ ამ აღვირახსნილ ბალტიისპირელებს - როდესაც ასეთ რამეს დაწერენ, ბოლოში მიაწერონ ხოლმე, ეს ბრძანებაა თუ თხოვნა. არა, მე აშკარად ვგრძნობ, რომ ეს ბრძანებაა, მაგრამ ისინი რომ მიაწერენ, მაინც სხვა რამეა, უფრო გასაგები იქნება. 
არ დაიჯერებთ, ჰელენ გოგიევიჩ ხოშტარია რუსთაველზე ჩამოჯდა საშიმშილოდ. მე მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ კიდევაცო. საერთაშორისო უსაფრთხოების „ექსპერტმა“ ხათუნა ლაგაზიძემ ეგრევე მისცა შეფასება „გოგიევიჩის“ მოქმედებას - ისაო, 21-ე საუკუნეში ცოტნე დადიანის მისტერია მეორდებაო. მისტერია შუა საუკუნეებში იყო ე. წ. სპექტაკლი, რომელსაც დგამდნენ ეკლესიაში. შემდეგ კი ამ ყველაფერმა გადაინაცვლა ქუჩაში და სხვა ადგილებში, მაგრამ იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, ფარსად გადაიქცა. პრინციპში, ჰელენის მოქმედება ფარსია, მაგრამ ლაგაზიძეს ეს არ უნდა ეთქვა, ის ხომ მისი თანამებრძოლია? ამ ე. წ. ექსპერტს ვურჩევ, ისევ სასტუმროს მიაწვეს შეკვეთილში, ყავა ადუღოს და თეთრეული გამოცვალოს. 
ჰელენ „გოგიევიჩის“ ამბავი ჯერ გაციებულიც არ იყო, გედეონა ფოფხაძემ გამოაცხადა, სოლიდარობას ვუცხადებ, მეც უნდა დავჯდე საშიმშილოდო. რაღა დაგიმალოთ და მაგასაც ჰელენივით კაი საგოდრე კისერი აქვს, ერთი-ორი კვირა შიმშილი არ აწყენს. უკიდურესად გაბანძებულები უარესად გაბანძდნენ, რუსთაველზე წამოპლაკვაღა აკლდათ და ესეც დაიწყეს. ალბათ, რამდენიმე იდიოტი კიდევ შეუერთდება ამ ორ იდიოტს და აყროლდება კიდევაც იქაურობა. 

გელა ზედელაშვილი