დასავლეთს სხვა ელიტები არ ჰყავს...
ახლა, როდესაც ეპშტეინის ფაილების ის ნაწილი გამოაქვეყნეს, რომელიც საჭიროდ ჩათვალეს, გამოირკვა, რომ კრებსითი დასავლეთის ე. წ. ელიტა, ავადმყოფურად გადახრილ ხურუშთან ერთად, სატანისტურ რიტუალებშიც თავით ყოფილა გადაშვებული.
ჩვენთან მაშინვე დაასკვნეს, რომ აქაც იმოქმედეს და მოახდინეს გავლენა ჩვენს თანამოქალაქეებზე, ამიტომაც დაიწყეს ადგილობრივმა უსამშობლოებმა კუბოთი სირბილი, რომელზეც იესო ქრისტე იყო გამოსახული და ჟრიამულით დაწვეს; ამიტომ ჭამდნენ სიამოვნებით ვარდისფერ, კუბოს ფორმის ტორტს; ამიტომ არჭობდნენ კონკრტული ადამიანის გამოსახულებადაკრულ ნაჭრის ფიტულზე ნემსებს _ ვითომ ვუდუსი რამე გაეგებოდეთ; ამიტომ წვავდნენ კონკრეტულ პირთა ფიტულებს; ამიტომ ჩამოიყვანეს ქათმის ფეხებსროლია თურქი ჯადობაზი; ამიტომ ხარშავდნენ შუა რუსთაველის პროსპექტზე ქვაბით სამსალას და ვითომ ხელისუფლების დასამხობ მაგიურ სიტყვებს ბუტბუტებდნენ. წყევლა კიდევ ცალკე _ ვითომ წყევლის რიტუალისა მაინც გაეგებოდეთ რამე. ვიცინოდი, თუ იმის იმედი აქვთ, რომ ეთერულ სხეულს ასე რამეს გააგებინებენ, რა ცოდოები არიან, მთლად უწიგნურები ყოფილან, ამათ ხომ აღარაფერი ეშველებათ-მეთქი...
ეპშტეინის ფაილების ნაწილი ახლა გამოქვეყნდა, ასე რომ, ამ უწიგნური ბრბოსთვის დასავლეთის ავადმყოფი ელიტა არ იყო „შთაგონების წყარო.“ პირველივე ჯადობაზურ გამოხდომაზე დავინტერესდი, ეს საიდანღა მოიგონეს, _ დასავლურ ქუჩის პროტესტებში არასდროს მინახავს ჯადოქრული ელემენტები და, ნეტავ, ვისგან გადმოიღეს-მეთქი? საქმე ის გახლავთ, რომ მაგიურ-მისტიკური ელემენტები ყველა ეთნოსშია იმთავითვე და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ამ სახის ჯადობაზობა ქართული მოვლენა არ არის.
ცალკე საკითხია, ახალგაზრდების ჯგუფი რომ გამოჩნდა, რომლებიც სასაფლაოებზე, თავიანთი მოკლე ჭკუით, სატანისტურ რიტუალებს ატარებენ და ტელეეკრენიდან მიღებული ინფორმაციის გარდა, ვინაიდან „კატისმოყვარულთა ჯგუფში“ ვარ, ვიცი, რომ უამრავი შავი კნუტი შეიწირეს...
მოკლედ, მინტერესებდა, საიდან „ჩაჯდა“ საპროტესტო ტალღაში ჯადობაზობა და ჰოი, საკვირველებავ, ახლა მივხვდი!
ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის, დიანა პინჩენკოს სიტყვებმა მომცა მინიშნება, ჟურნალისტისა, რომელიც სიმართლის თქმისთვის დასანქცირებულთა სიაში ჩაიწერა _ ევროკავშირმა „დაასანქცირა“! იმდენად მომაძულეს თავი ამ სინდის-ნამუსგარეცხილმა ევრობიურაკრატებმა, რომ მათ გამო სიტყვების გამართვის სურვილი არ მაქვს, თორემ რა ქართული სიტყვაა „დაასანქცირა“...
დიანა პანჩენკო:
„ჩვენთვის წარმოუდგენელია წარმოვიდგინოთ, რომ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანები ბავშვებს აუპატიურებენ და სწირავენ.
აშშ-ში ყველა აღშფოთებულია. უამრავი მოწმე და მტკიცებულებაა... მაგრამ რატომ არ ხდება დაპატიმრებები? მათ დაადანაშაულეს ეპშტეინი, რომელიც შემდეგ საკუთარი სურვილით „შემთხვევით“ გარდაიცვალა ციხეში (პრეზიდენტ ტრამპის დროს).
ეს არის დასავლეთის ყველაზე ღრმა იდეოლოგიური კრიზისი. ეს არის დასასრული.
საშინელება ის არ არის, რომ მსოფლიომ შეიტყო ელიტების დანაშაულების შესახებ.
საშინელება ის არის, რომ დასავლეთს სხვა ელიტები არ ჰყავს.
ყველა დამნაშავეა.
ახლა კი ჩვენ ვუბრუნდებით უბედურ უკრაინას, რომელიც იბრძვის დასავლეთისთვის და კვდება. ე. წ. „დასავლური ღირებულებებისთვის“.
მაშასადამე, მილიონობით კაცი დაიღუპა ბავშვზე ძალადობის ღირებულებებისთვის? _ მტკივნეული და საშინელია ამის გაცნობიერება.
მეორე მხრივ, უკრაინა მრავალი წლის განმავლობაში კორუმპირებული იყო.
თანამედროვე უკრაინული კულტურის მთავარი ფეტიშებია სექსი, სიძულვილი (ძირითადად რუსეთის მიმართ) და მაგია. წაიკითხეთ ბოლო წლების პოპულარული მწერლები. იქ სხვას ვერაფერს იპოვით.
შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ იერმაკი, ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, მართავდა უკრაინას, მაგიისა და სასაფლაოებზე რიტუალების მოყვარულია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა გვამებიდან წყალს აგროვებდა...
ვინმეს უკვირს?
ასე რომ, პრეზიდენტად ათეისტი ავირჩიეთ! რწმენისა და პრინციპების გარეშე.
ვინც ათეიზმი ეროვნულ რელიგიად გამოაცხადა; შობა გააუქმა; ეკლესია და სასულიერო პირები გაანადგურა...
ასე რომ, ჩვენ გვაქვს ქვეყანა იდეოლოგიის გარეშე (რუსოფობია იდეოლოგია არ არის), რწმენისა და ოცნებების გარეშე ათეისტი პრეზიდენტით, რომელიც ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ბავშვებს აუპატიურებენ.
გვჭირდება თუ არა იმის ახსნა, თუ რა მომავალი გველოდება?“
ერმაკი, მაგია და ღამღამობით სასაფლაოებზე ძუგძუგიო? ერმაკიო, კაცო?! ანდრეი ერმაკი, მეტსაცელად „ალიბაბა“, უკრაინაში მეორე კაცი, პირველი კაცის მმართველი _ მის გარეშე ხომ ზელენსკი არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებდა?
ჰოო, აბა, კი უნდა გაეცამტვერებინათ კიევ-პეჩორის ლავრა (არა მხოლოდ) და ეცემათ, დაეპატიმრებინათ და დაეხოცათ მართლმადიდებელი მღვდლები...
რა ეპშტეინის ფაილები, აი, თურმე საიდან გადმოუთრევით „ძაღლის თავი“ ამ ქართველ უწიგნურ ბოგანო „სლავა უკრაინეებს“!
ღმერთო, „შიგ ევროპელები“ რა იდიოტები გყვანან აქაც და იქაც!
რას ჯადოსნობენ ასე უკუღმა, რომ თავზე ემხობათ ოცნებები აქაც და იქაც?
ერთ დღეს ატენის ქუჩაზე მივდიოდი და შორიდანვე დავლანდე ბარბაცით მომავალი ახალგაზრდა კაცი, რომელიც დროდადრო ხელებს შლიდა და საცხოვრებელ კორპუსებს რაღაცას ასძახოდა ფრიად გაჯავრებული ინტონაციით. ცოტა რომ მომიახლოვდა სიტყვებიც გავარჩიე _ თქვენი ფიქრები და ოცნებები მო&&&ნო. ჰოდა, იმ კაცისა არ იყოს, ამათ ფიქრებსა და ოცნებებს იმ კაცის ნათქვამი მიეწიოთ!
მოკლედ, სასხვათაშორისოდ, მცირედი ინტერესით ავედევნე ერმაკის ჯადობაზობას და ზელენსკის ყოფილი პრესმდივანს, იულია მენდელს გადავაწყდი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მაგიით არის დაკავებული და არა რაიმე სახის, არამედ სასაფლაოზე მოგზაურობითა და „მკვდარი წყლით“. მან ამის შესახებ საკუთარ აცებოოკ გვერდზე დაწერა.
მენდელმა გაიხსენა ინციდენტი, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ერმაკი ზელენსკის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა: „2019 წელს ჟურნალისტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე მივიდა. ბრიფინგის შემდეგ ის არა პრეზიდენტს, არამედ მის მაშინდელ მრჩეველს ანდრეი ერმაკს გაჰყვა კამერის წინ შეკითხვით: „რას აკეთებდით სასაფლაოზე NAME-სთან ერთად?“ ჟურნალისტმა ეს შეკითხვა რამდენჯერმე გაიმეორა, ამიტომ ყველაფერი კარგად გავიგე. ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვისმინე ასეთი შეკითხვა, მაგრამ ის იგნორირებული დარჩა, მასალა კი ვერ ვიპოვე.
2020 წელს ერთ-ერთი მაშინდელი მინისტრი მოვიდა ჩემთან ინფორმაციით, რომ იერმაკი, მაშინდელი ოფისის ხელმძღვანელი, მაგიით იყო დაკავებული. მინისტრი დეტალებში არ ჩაუღრმავდა, მაგრამ ძალიან შეშინებული იყო.
2023 წელს, მნიშვნელოვანი სამსახურის წარმომადგენელი მომიყვა, თუ როგორ ჩამოიყვანა იერმაკმა ჯადოქრები ისრაელიდან, საქართველოდან და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნიდან ჯადოქრული რიტუალებისთვის.
2024 წელს, ეზოთერული სფეროს წარმომადგენელმა მითხრა, რომ იერმაკის პირადი ჯადოქრები წვავენ ბალახებს, აგროვებენ წყალს გვამებიდან და ამზადებენ თოჯინებს, რომლებსაც ის კონკრეტულ ზარდახშაში დებს. ამბობენ, რომ ამ სპეციალურ ზარდახშაში ვინც აღმოჩნდება, ჩათვალეთ, უკვე მკვდრიაო.
ახლა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და სახალხო დეპუტატებიც კი (იაროსლავ ჟელეზნიაკი) ამაზე საჯაროდ საუბრობენ. მე არასდროს მესმოდა მაგიის სისტემა და არასდროს ვყოფილვარ ჩართული რიტუალებში _ თავიდან ამის დაჯერება ისეთივე რთულია, როგორც მოჩვენებების არსებობის.
არადა, დიდი ხნის წინ, ერთი მსოფლიო ორგანიზაციის ევროპელმა ფინანსისტმა მითხრა აფრიკული ქვეყნის მეფეზე (კონკრეტულად არ ვასახელებ) რომელიც ასევე მიმართავდა ზებუნებრივს - ხეებისა და მდინარეების სულებთან ურთიერთობას. მან ხეების სულისკვეთებით ურჩია სახელმწიფო საკითხები და ერთხელ ევროპელ ინვესტორს ხელი შეუშალა აშენებაში, რისხვა დაატეხა მდინარის სულით. იმავე მეფემ დარეკა ქვეყნის ეროვნულ ბანკში და მიუთითა, როგორი ინფლაცია შეიტანოს და რომელი რიცხვი მშპ-ზე.
შედარებები აშკარაა. იერმაკს შეეძლო პოლიტიკისა და ეკონომიკის პროფესიონალებთან მუშაობა, წიგნების კითხვა და პოლიტიკოსის/თანამდებობის პირის უნარების განვითარება. ამის ნაცვლად, ის ცდილობდა სხვა ადამიანების ენერგიის დაბლოკვას ან გამოყენებას, როგორც წარმოედგინა. არ გამიკვირდება, თუ მისი ხელმძღვანელობით სტატისტიკის უმეტესობაც დამახინჯებული იქნებოდა, როგორც მეფის შემთხვევაში, მშპ-სთან და ინფლაციასთან. პარალელები აქაც იგივეა.
მესმის, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ტვინით ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. დღეს, როდესაც ქვეყანა გათბობის, სინათლისა და ძირითადი საჭიროებების გარეშეა, ყველას შეგვიძლია მხოლოდ ამ ჯადოსნურ „პოლიტიკაზე“ სიცილი, თუ ამის ძალა გვეყოფა. თუმცა, ვიტყვი, რომ უკრაინის პოლიტიკაში ერმაკი ერთადერთი არ არის, ვინც მაგიურ რიტუალებს ატარებს.
პ.ს. ანდრეი, როდესაც ამას კითხულობ, იფიქრე, რომ შენი ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება ახლა შენზე აისახება. და ღმერთი უფრო ძლიერია. ის იყო. ის არის. და ყოველთვის იქნება. თავიდანვე უნდა აგვერჩია ნათელი მხარე!“
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი იერმაკი მინიჭებული თანამდებობი-დან გაათავისუფლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც NABU-მ და შAPO-მ მისი სახლი გაჩხრიკეს.
იულიასავე თქმით, 2023 წელს, ანდრეი ერმაკმა, სავარაუდოდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიყვანა ილუზიონისტები უკრაინაში.
აბა, ისა ყოფილა! _ ილუზიონისტები რაღად უნდოდა, ისიც ჩვენებივით ისეთი „ჩუგუნია“, რომ ჯადოსა და ილუზიას ვერ განასხავავებს ერთმანეთისგან?
ფინალი _ ჰა, რა იყო, ჩვენი ჯადობაზებისა არ იყოს, ჯადობაზ ერმაკს უკრაინულმა ჯადოებმა უმუხთლეს თუ საერთაშორიოსოებმა?
საქართველოდან რაღად უნდოდა თვითმარქვია ჯადობაზის წაყვანა, აქ ვერ გაჭრა და იქ გაჭრიდა? _ მე კი გამამხიარულეს და...
მაკა ჯაყელი

