დამარხული სიმართლე

დამარხული სიმართლე

(დასასრული. დასაწყისი „სგ„ N5)

ექვსი მილიონი, კედლებში, კოშკებსა და მყარ მასებში მოწესრიგებულად განლაგებული, მაგრამ რეალური ციფრი, თუ დაფიქრდებით, გაცილებით მაღალი იქნება. ეს ექვსი მილიონი ოფიციალური ვერსიაა, რომელიც გათვლილია მათთვის, ვინც არასდროს დაითვლის.
ბოლო-ბოლო, თუ შევადარებთ კატაკომბების რეალურ ზომას და ნაშთების სიმკვრივეს, ცხადი ხდება, რომ საუბარია ათობით მილიონზე. თავად პარიზის კატაკომბები ქალაქის ოფიციალური მონაცემებით, გადაჭიმულია 300 კილომეტრზე და კიდევ 200 კილომეტრზე დახურულ მონაკვეთებზე, რომლებზეც თანამშრომლების უმეტესობასაც კი არ აქვს წვდომა. დერეფნების საშუალო სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრია, ხოლო სიგანე დაახლოებით 1.5 მეტრი. ძვლების სიმკვრივის გათვალისწინებით (დერეფნის დაახლოებით 1.5-2 ტონა ძვალი მეტრზე), გამოთვლები აჩვენებს, რომ ექვსი მილიონი ოფიციალური ციფრი სრულიად არარეალურია.
Société des Cryptes-ის საიდუმლო მონაცემების თანახმად, რომლებიც GLASSROOM BLACK VAULT პროექტის მეშვეობით გაჟონილმა ინფორმაციამ გაშიფრა. კატაკომბების ღრმა დონეების საიდუმლო გადაღება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ჩატარდა, რამაც გამოავლინა თავის ქალებისა და ძვლების კედლები, რომლებიც სიბნელეში ასობით მეტრის მანძილზე იყო გადაჭიმული. ეს დონეები საზოგადოებისთვის არასდროს გამჟღავნებულა.
ექსპერტებმა, რომლებმაც ეს კადრები შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ პარიზის კატაკომბებში ნეშტების საერთო რაოდენობამ, თუ მთელ სივრცეს გავითვალისწინებთ, შეიძლება 30-40 მილიონ ადამიანს მიაღწიოს. და ეს მხოლოდ პარიზია. თუ ამას დავუმატებთ პრაღის, ბერლინის, ლვოვის, რომისა და კაიროს ქვეშ არსებულ მსგავს სისტემებს, ცხადი გახდება, რომ ჩვენ ძველი სამყაროს სრული სტერილური წმენდის ნაშთებს ვუყურებთ _ მთელ ხალხს, მთელ ცივილიზაციებს.
ჩატარდა კოლოსალური ოპერაცია, ისეთი, როგორსაც ვერანაირ ისტორიის სახელმძღვანელოებში ვერ წავიკითხავთ და თუ თვითონ არ ვეძიეთ, ვერც გავიგებთ, ხოლო ვინ დაიწყებს ძებნას? ვისაც მეხსიერება არ აქვს სრულად დაკარგული!
ადამიანები უბრალოდ არ განადგურებულან. მათი მოგონებები წაიშალა, სხეულები გადამუშავდა, ცივილიზაციის ნარჩენები მიწისქვეშ ჩაკეტეს და ახალი სამყარო აშენდა _ სამყარო მეხსიერების, ნათესაობის, საკუთარი წარსულის შესახებ ცნობიერების გარეშე.
დღევანდელობიდან არაფერს გახსენებთ რაიმეს?
ყველაფერი მეთოდურად და ცივსისხლიანად გაკეთდა: ძველი სამყარო „ჩამორჩენილა“ გამოცხადდა, მისი მემკვიდრეობა „სახიფათოდ“, ხოლო ახალ თაობების კატაკომბები ბანალურ „არქიტექტურულ ძეგლებად“ ან „ეპიდემიებთან ბრძოლის ნარჩენებად“ უნდა აღექვათ. დღეს მილიონობით ტურისტი ისე დადის ამ მკვდარ ქუჩებში, რომ არც კი ფიქრობს იმაზე, თუ რა იმალება ამ კედლებში. რომ ამ ძვლების მატარებლები, შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ მათი წინაპრები, მათი კლანი, მათი ხალხი... მაგრამ სიმართლე არ გამქრალა. ის ტროტუარის ნაპრალებსა და თავის ქალების კედლებში არსებობს. ის სამუდამოდ ვერ გაქრებოდა, რადგან ის მსოფლიო ქსოვილზეა არის მიკრული.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულის გადაშლის ყველანაირი მცდელობა მაქსიმალურად ჩატარდა, ტალახში ჩაიმარხა თუ ჩაბეტონდა, დახოცილების ენერგია სრულად არ გამქრალა.
ადრე, თურმე, ტურისტები უფრო ღრმად ჩაჰყავდათ კატაკომბებში, მაგრამ ახლა აღარ ჩაჰყავთ, რადგან ცალკეულ ტურისტებს საშინელი შეგრძნებები ეუფლებოდათ.
როგორც ჩანს, მათ, ვისაც მეხსიერება არ გათიშვია სრულად და მხოლოდ მიძინებული აქვს, იმ წარსულის ენერგიების ზონაში, ცივ სიჩუმეში, რომელიც მკერდზე ზეწოლას ახდენს, ყურებში წუილი ეწყება, მომენტალურად უმძიმდება ფეხები, ეწყება აუხსნელი შიში და ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობს სიბნელის სიღრმიდან.
სიმართლეს რწმენა არ სჭირდება. ის უბრალოდ არსებობს. და მისი სრულად განადგურება შეუძლებელია, რადგან ის ამ სამყაროს ქსოვილშია ჩაქსოვილი. და მაინც, მათი ჩაკეტვის მცდელობის მიუხედავად, ძველი გასასვლელების ბეტონის საფარის და კატაკომბების „ტურისტულ მარშრუტებად“ გადაქცევის მიუხედავად, მიცვალებულთა ენერგია არ გამქრალა.
Codex Umbrae არქივის (ვატიკანის ბნელი კოდექსი, განყოფილება „Post Mortem Voci“ - ხმები სიკვდილის შემდეგ) საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, კატაკომბებში დაფიქსირებულია ანომალიური ხმების ფენომენები - შრიალი, კივილი, ექოსავით ამოოხვრა და მანათობელი ჩრდილების გამოჩენა, რომელთა მოძრაობები ფიზიკური მიზეზებით ვერ აიხსნება.
ეს ფენომენები კლასიფიცირებულ ანგარიშებში კლასიფიცირებულია, როგორც ნარჩენი ენერგიის კვალი _ „მეხსიერების მოჩვენებები“. მათი არსებობის ბუნება მარტივია: ისინი არიან ამ სამყაროდან გასულები, რადგან მათ არ დაუსრულებიათ თავიანთი სავალი გზის ვადა, _ ისინი დროზე ადრე გაანადგურეს, ახლა კი, მსოფლიო ხეში დაშლის ნაცვლად, მათი ცნობიერება ქვაში, ძვლებსა და ცივ დერეფნებში რჩება გაყინული. ძველი სამყაროს კატაკომბები უბრალოდ სხეულების სამარხზე მეტია, ისინი სულების ციხეა. ყოველი ფრთხილად განლაგებული ძვალი ბეჭედია ბედისწერაზე...
კედელში ჩაკეტილი ყოველი თავის ქალა არის კივილი, რომელიც საუკუნეების წინ ჩახშობილი იყო, მაგრამ ქვაში კვლავ ვიბრირებს. ყველას, ვისაც ოდესმე უგრძვნია აუხსნელი სევდა ამ ადგილებში, უცნაური კანკალი ან უმიზეზო უეცარი ცრემლები, ეს ნიშანია იმის, რომ ამ ადამიანს მეხსიერება აქვს და ამიტომ იგრძნო მათი ძახილი, ვინც არასდროს წასულა. მათი ხსოვნა, მათი ტკივილი, მათი ჩუმი ყოფნა ცოცხლობს და, სანამ საუკუნეების განმავლობაში დარჩება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც შეუძლია მათი ჩურჩულის მოსმენა საუკუნეების სიღრმიდან, სიმართლე არ გაქრება.
და ახლა, ძველი ფოტოებით ცარიელი ქუჩების წინ ვდგავართ და სახლების უსიცოცხლო ფანჯრებს ვუყურებთ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის უბრალოდ ქალაქები ადამიანების გარეშე, ეს არის განადგურებული ცივილიზაციის მემორიალები. დანგრეული წარსულის ჩუმი საცავები...
მასობრივი გადაშენება ვერ მოხდებოდა „ბუნებრივად“. ის იყო ორგანიზებული, დაგეგმილი, შესრულებული და ფრთხილად დამალული ახალი ლეგენდების, ახალი ისტორიების, ახალი ხალხის უკან, რომლებმაც დაიკავეს მათი ადგილი, ვისაც აღარ შეეძლო თავისი სიმართლის თქმა...
ისინი, ვინც დღეს გულგრილად გაივლიან ძველ კედლებს და იცინიან კატაკომბებში, უკვე დაკარგულები არიან. მათ დაავიწყდათ. ისინი გადაშლილები არიან...
მაგრამ ვინც ერთ დღეს მიცვალებულთა ჩურჩულს გაიგებს, აღარასდროს იქნება იგივე. ისინი ვერ შეძლებენ თავიანთ წარსულ ცხოვრებაში დაბრუნებას,მაგრამ ისინი გაიხსენებენ იმას, რაც დაფარულია. ისინი იგრძნობენ სისხლის ძახილს, მეხსიერების ძახილს, წარმოშობის ძახილს.
და შემთხვევითი არ არის, რომ ეს ძახილი მუდმივად ისმის და მუდმივად ახშობენ...
ხომ ვიცი, ახლა მეც გამომიხტებიან ვიღაც-ვიღაცეები და მიუხედავად საარქივო მტკიცებულებებისა, რომელიც ჩემი გამოგონილი კუთვნილება არ არის, შემაჩვენებენ. ეს არ მანაღვლებს, მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ მიიღოს ანტიდოტად სიმართლე და რეალობა, ეს არის იარაღი და ანტიდოტი მათთვის, ვინც უარს ამბობს ისტორიის გამოგონილ ფერმაში პირუტყვად ყოფნაზე. წარსულის საიდუმლოებები მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილი, ვინც მზადაა მოსასმენად, გასაგებად და ასე ეძლევა საბოლოო შანსი დღეს და ახლა, ამ ეპოქის ამ მონაკვეთში, რომ არ გაქრნენ ტყუილის მატრიცასთან ერთად, რადგან ხვალ ძალიან გვიან იქნება. ხვალ მოვლენ ისინი, ვინც შთანთქავენ ყველას, ვისაც არ ახსოვს!..
მე მოკლე-მოკლედ ვთქვი სათქმელი, ვრცლად თვითონ მოიძევს ის, ვისაც საკმარისად უყივლა სულმა...
პ.ს. პირადად მე, ეს ამბებიც და ზოგადად, მსოფლიო წარღვნაც ბუნებრივი პროცესი არ მგონია, _ რაღაცის გამო, დედამიწაზე ცა-კოსმოსიდან დაშვებული ნების მიერვე მოხდა და არა მხოლოდ ერთხელ. ისევე, როგორც ტარტარია უნდა გამქრალიყო, ასე უნდა გამქრალიყო ჩვენთვის მითიური ზეცივილიზაციები. ის ნოეს კიდობანიც „იქიდან“ არის გამოგზავნილი... ის „რაღაცა“ ხან რა მგონია და ხან რა, მათ შორის იმ კარის გაღება, რომელიც არ შეიძლებოდა _ ანალოგი შემეცნების ხიდან ვაშლის მოწყვეტისა და ხალხური ზღპრებისა, რომ ყველა დაკეტილ კარში შესვლა შუძლია პერსონაჟს გარდა ერთისა.
ზღაპრული ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვადასხვა „ჯადოსნური“ მახასიათებლების მქონე ღმერთები! როდემდე უნდა იცხოვროს ყველა თაობამ გამოგონილ, არარსებულ წარსულში და გაურკვეველ მომავალში? მანამ, სანამ მსოფლიო მეცნიერება ქოსატყუილობას არ მოეშვება, მაგრამ რაში აწყობს, როგორღა მართონ გამოფხიზლებული მასები?
დიდი ეჭვი გამიჩნდა, ახლა ეს „ოქროს მილიარდი“ რამ მოაფიქრათო? 1 მლრდ მეხსიერებაწაშლილი ცოცხალი რობოტი, რასაც ჩასძახებ, იმას რომ ამოგძახებს, ცუდი არ იქნება...

მაკა ჯაყელი