თუ ჩივილია, ჩივილი იყოს!

თუ ჩივილია, ჩივილი იყოს!

თვალ-ყური მოვკარი, „ნაცმოძრაობა“ აცხადებს, რომ ე. წ. საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით, იწყებენ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას მმართველი პარტიის წინააღმდეგო. რაღაც შუშურიკული ფილმი, სიმღერა ან გადაცემა რომ არის და მაყურებელთა/მსმენელთა თხოვნით ვიმეორებთო, რომ გამოგვიცხადებენ, ისეა ამათი ამბავიც _ რა საერთაშორისო პარტნიორები, რა ატმის კურკის ტოლა!..
პარტნიორი რას უქვიათ, ნეტავ, პარტნიორები საქართველოს ნგრევაში? 
გვთხოვეს, იჩივლეთო. ანუ, ამათ კი არ უნდათ ჩივილი, ისინი აიძულებენ, რომ იჩივლონ. ჰოდა, იმათ პარტნიორები კი არა, მბრძანებლები ჰქვიათ, ხოლო ამათ _ მონები, უბრძანეს და უნდა შეასრულონ! დაუწერენ აქციაზე გამოსასვლელ ტექსტს და უცვლელად უნდა წაიკითხონ, პწკარს ვეღარ შეცვლიან...
ასეა, თორემ ამ ევროღრიჭოში ჩარჩენილებს კიდე ჩივილი უნდათ პროკურატურის ყოველდღიური ბრიფინგების ფონზე?
ეს წყვილთში ამოჭერილები თავიანთ მფლობელებთან ერთად, დროგამოშვებით, ნამდვილად საღივარა სოკოს ჭამენ დიდი მათლაფით, აბა, რას წამოუშტვენენ ხოლმე?
მათგან ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ივანიშვილის მიტაცებული გარუსებული სასამართლო და სად უნდა უჩივლონ მმართველ პარტიას, შიგ ჩელიაბინსკში? კი, მაგრამ ჩელიაბინსკის სასამართლოს ენდობიან? აკი, ქართულ სასამართლოებში სამართლიანობა არ არის, თემიდამ სასწორი მოისროლა, სახვევზე ხელებიც აიფარა და ისე გაიქცა დარცხვენილიო? 
ახლა ის მაინტერესებს, იმ საჩივარში რა ეწერება, „ოცნებას“ „კორჟიკი“ ვთხოვეთ, არ გვაჭამეს, ჩვენი ცოდო ჰკიდიათო? აბა, სხვა რა უნდა იჩივლონ, ჩვენი პარტიისა და განაყარი პარტიების „დიდ ქართველ პატრიოტებს“ ტყუილად იჭერენ და ჩვენ, ვისაც არ გვიჭერენ, უხერხულად ვგრძნობთ თავს, რის გამოც ეს რეალობა ძალიან გვწყინსო?
მივხვდი! ამათ „დიდი და გონივრული“ გათვლა აქვთ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ „დილიხორს“ არ გაიზიარებს, იშვერენ ფეხს და სტრასბურგში დაერჭობიან, _ ბარემ გზა იქით აქვთ და სტრასბურგის სასამართლოში აკვნესდებიან. ეტყობა, შიგევროპელი მბრძანებლები აიმედებენ, თქვენ იჩივლეთ და ჩვენ ვიყვირებთ, ამასობაში, იქნებ, გზიდანაც ვინმე გადმოგვეშველოსო.
რატომაც არა, ვალდებულებიც კი არიან, თითო „აქშა, აშმალახა!“ დაიყვირონ. აბა, ტყუილად ქომფლავს ასი ათასობით დოლარს, მაგალითად, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი?
ისე, ეს რა ბოღმა მასტია, მაკა ბოჭორიშვილისა და მისი ჩინელი კოლეგას სურათი უშოვია და იმას აზედქვედებს, გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობრებთან გაიქცა და ამ ავადმყოფურ რეჟიმთან ურთიერთობა გაამყარა, რომელსაც „მისაბაძ ზესახელმწიფოს“ უწოდებსო. ტყუილია, ამათ არაფრის გადატვირთვა არ უნდათ ამერიკასთანო.
არ არის ახლა ეს კაცი დედააფეთქებული? ტრამპმა თუ ჩააკითხა შიგ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთლად ლიდერს და კინაღამ მარჯვენა ბეჭი ამოუგდო მისალმების დროს, ჩვენმა მაკამ რა დააშავა, კოლეგას თუ პირმცინარი შეხვდა?
გაღმიდან იმდენი მომძახებელია, მე ვერ დავთვლი, თვითონვე ექნებათ სია, ვის რამდენს უხდიან თითო მოძახილში, მაგრამ ბრიუსელიდან რომ მთელი საგუნდო შემადგენლობა აწუილდება, ისე ვიცი, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია. აქამდე კენტ-კენტად თუ წუოდნენ, ახლა ერთი წუილა დააყენეს ლოტბარად და ის აწუილებს ყველას წილს, თვითონ ალაგ-ალაგ ჩააწუილებენ ხოლმე _ მისი სახელია მარტა კოსი.
ამ ქალზე ერთი ძველისძველი ანეკდოტი გამახსენდა. გამრჯე ქურთი მეეზოვე ყოველ დილას ხედავს, რომ ცოტა ხნის წინათ სადაც გახვეტა, ვიღაცას უკვე მოუსწრია რაღაცის დაყრა. ასე გაგრძელა დიდხანს და ერთ დღესაც დაინახა რომ ახალგაზრდა გოგო გამოვიდა სადარბაზოდან, გახსნა შოკოლადის ფილა და დაჭმუჭნილი შესაფუთი ქაღალდი იქვე დააგდო. მოუახლოვდა და ეკითხება: გოგო, შენი სახელი „შ“-ზე ხო არ იწყება? ვაიმეეე, როგორ მიხვდით, კი, შორენა მქვიაო. შორენა კი არა, შათლახი ხარ, შენი დედა ვატირეო.
ჰოდა, ეს მარტა კოსი არის „შორენა“! ერთგზის კი არა, მრავალგზის „შორენაა“. შვიდმეტრიანი ენა რომ გადმოუგდია და საქართველოს ახსენებს, ვინმემ შეახსენოს, დიდი „შორენა“ რომ არის ჩვენც ვიცით და კროჭს მოუჭიროს! ბიჯოს! 
იუგოსლავიის „კგბ“-ს აგენტი და სააკაშვილის ფასიანი ლობისტი რომ იყო, მე ვიგონებ, კაცო? _ კომუნისტური ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობაზე ვამბობ, ქალმა 2022 წლის სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდტურა მოხსნა. საერთაშორისო მედიის ცნობით, კოსმა ეს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ არსებული კომპრომატების გამო მიიღო. ამის მერე ჩაყვინთა და ამოყვინთა ევროკომისრად. 
ამოცანა გვეკითხება: დაინიშნა, თუ არა მარტა კოსი დამოუკიდებლად იმ თანამდებობაზე, რომელსაც ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირები უნდა იკავებდნენ? პასუხია: არ უნდა ბევრი ჩიჩინ-ბრიჩინი, არა! „შორენები“ ყოველთვის უწვდიან დახმარების ხელს ერთმანეთს, რათა ერთად ჩამოიბანონ სხეულის დასვრილი ნაწილები... 
რა საძაგლები არიან _ ევროსტანდარტები გაუდით ყველაფერზე და ამ დროს თვითონ არღვევენ ყველანაირ სტანდარტს, უპირველესად კი – ადამიანურს...
ისე, რა მიკვირს და, ამ შიგევროპელი ე. წ. პოლიტიკოსებისა, ისეთი წარსული მოსდევთ პირადი თუ წინაპრებისა, რომ ჩირგვში უნდა იმალებოდნენ და ესენი პირიქით, ყელეყელაობენ. 
ე. წ. დასავლეთში ხომ სხვანაირი იუმორი აქვთ და, ცხელ-ცხელი მომაწოდეს ავსტრიიდან _ კაია კალასის ბაბუა „ესეს“-ი იყო, მამა _ „კპესეს“-ი, თვითონ _ „ეს“-იაო.“
ერთადერთი, ვინც წყვეტს, რა შედის საქართველოს ინტერესებში, არის ქართველი ხალხი. შეერთებული შტატები ვერ გადაწყვეტს, რა არის საქართველოსთვის უკეთესი, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა წარმოშობით ქართველი ჟურნალისტის, ელიზაბეტ ლეინის პოდკასტში. სენატორმა შეშფოთება გამოთქვა კოლეგების გამო, რომლებიც ვაშინგტონში ქართულ ოპოზიციას ლობირებენ და მწვავედ გააკრიტიკა „მეგობარი აქტი“.
ძალიან კარგი, აშშ გამოცოცხლებულია ადამიანურად და ცოცხალ სტრასბურგს რაღა ჩამოაძინებს _ აქამდე ნაცრადიკალების ჩივილები სტრასბურგში თითქმის ყოველთვის კრახით სრულდებოდა. 
შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან _ თურმე იმ მდიდარმა ენჯეოებმა, ვინც გამჭვირვალობის კანონს არ დაემორჩილა და არ მიუთითა, საიდან და რა მიზნებისათვის ერიცხებოდათ უცხოეთიდან თანხები, ეს კანონი გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში და უარი ეთქვათ. მერე გაასაჩივრეს სტრასბურგში და თან სტრასბურგის სთხოვდნენ, რომ ვინაიდან სტრასბურგის პროცედურას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, რის გამოც ისინი ამ პერიოდში ისე დაზიანდებიან რომ მომავალში მუშაობა გაუჭირდებათ, ამიტომ დროებით. მაინც შეეჩერებინათ ამ კანონის მოქმედება _ ჰოდა, სტრასბურგმა დროებით შეჩერებაზე უარი უთხრა, რადგან ასეთი საშიშროება ვერ დაინახა.
ახლაც ძალიან სახალისო მოსასმენი იქნება, რომ აშშ-სა და ევროპის საერთაშორისო სასამართლოში კრემლის გავლენები საგრძნობლად გაზრდილია. ამ ამბავსაც დრო უნდა, მაშასადამე, მანამდე კიდევ უნდა იცანცარონ, მაგრამ „დიდი ვივამედელი“ რომ „ვივამედიდან“ კუთვნილ ადგილზე გადაამისამართეს, მთლად აერეოდათ კარტები.
დედა, რა იყო ეს?! ენმ-ს კი არა, მოულოდნელობისგან მე დამრჩა პირი 20X20-ზე დაღებული.
ახლა, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს. Prime Time-ის ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და არწმუნებენ ბრიუსელში მაღალჩინოსნებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს, ბრიუსელში კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის ვიზით გადაადგილებაზე მსჯელობენ.
რაღაცნაირი შუშურიკები არიან იმ ბრიუსელში _ “ბალტიისპირეთის სამმა ქვეყანამ სანქციები გამომიცხო, შესაბამისად, ეს ჩემს შენგენის გადაადგილებაზე უკვე მოქმედებს და ბრიუსელმა რაც უნდა გადაწყვიტოს დღეიდან ჩემთან დაკავშირებით, ჩემთვის ახალი არაფერი არ იქნება... თუ ვიღაცა მეუბნება, შენ ეს ბრძოლა შეწყვიტე და ივლი ვილნიუსში, ჩემთვის არჩევანი არის ძალიან მარტივი - არ გინდათ, არ ვივლი”, _ განაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა და, იმისი არ იყოს, ხვრეპამ ვერაფერი მიყო, შებერვამ რაღა უნდა მიქნასო, ასეა.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა, შეშინდნენ მათზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებით, მაგრამ თავის მხრივ ოპოზიცია არწმუნებს ევროპელ ბიუროკრატებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე ნულოვანი შედეგის მომტანი იქნება. 
თავის მხრივ, ევრობიუროკრატები აღნიშნულ პოზიციას პირიქით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საპირისპირო არგუმენტად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ თუ ქართველებმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც „გადაიტანეს“ და ამ შემთხვევაშიც არ შეცვალეს ხელისუფლება, მათი მორევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება და ევროპიდანაც იძულებულები იქნებიან, არსებულ ხელისუფლებას ესაუბრონ _ ახლა იმას გვეკითხება ამოცანა, ვინ უფრო დიდ საფიქრალშია ჩავარდნილი, ნარცისობაში ჩაჭედილი ევრობიუროკრატია თუ „წადი, თქვენიც“ საქართველოს ხელისუფლება.
ევრობიუროკრატიის სახელი რომ „შ“-ზე იწყება, დადასტურებულად ვიცით, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე რომ ალაპარაკდნენ, ძალიან დიდ და შავად გამუქებულ „შ“-ზე დაიწყება იმ 61 ქვეყნის მოქალაქისთვის, ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ მოკლე ვადით მოგზაურობა რომ შეუძლიათ. 
მოკლედ, ხარჯი ხარჯია და, თუ ჩივილია, ჩივილი იყოს, საკონსტიტუციო სასამართლოში და შემდეგ სტრასბურგში ბარემ ის საჩივარიც შეიტანონ, რომ არაკონსტიტუციურია და დემოკრატიაზე ლაფის დასხმაა, როდესაც სახელგანთქმულ სიმულანტ პატიმარს სამკურნალო დაწესებულებიდან ციხეში აბრუნებენ!
 
ზურა ოშხერელი