სალომე ბაბოც დააჯარიმეს

სალომე ბაბოც დააჯარიმეს

ალბათ, არ ელოდებოდა... ალბათ, ფიქრობდა, ვერ გამიბედავენო. არადა, სახლში მიართვეს 5 000-ლარიანი ქვითარი. „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, მე ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავიო, მე ვიყავი სინდისის პატიმრების მშობლებთანო. ერთი ეგენი არიან სინდისის პატიმრები და მეორე კიდევ სალომე ზურაბიშვილია ს(ვ)ინდისის განსახიერება. რა ვქნა ახლა, დავიწყო ისევ მაგის ნამუსიანობაზე ლაპარაკი? აღარ მინდა, მომბეზრდა, თქვენც მოგბეზრდებოდათ, ყველაფერი ზეპირად იცით. 
საინტერესოა, გადაიხდის ჯარიმას მადამ ექს-პღეზიდანი? ალბათ, მაკკეინის ინსტიტუტი გადაუხდის, სადაც ფორმალურად გააფორმეს და ხელფასსაც აძლევენ, თან კაბინეტიც მიუჩინეს. კაბინეტი რა ჯანდაბად უნდა, როცა სასახლეში დავაბრძანეთ, მაშინაც ვერ იყენებდა, მაგრამ მისცეს და რა ქნას, უარს ხომ არ იტყოდა? ბოლო-ბოლო, დამსახურებული აგენტია. 
12 ივნისს, ჯავრიან გულზე სალომე ბაბო საქალაქო სასამართლოში მიკუსკუსდა, ძალიან კუშტი სახე მიეღო, პოლიციელებს რომ ჯოხით დასდევდა, იმ ბალღის გასამართლების დღე იყო, 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, მაგას აპროტესტებდა. ისაო, მოსამართლეებსა და პროკურორებს რა გეშველებათ, თორემ მათე დევიძე ისტორიაში უკვე შევიდა, ეგ ბიჭი სინათლის მაძიებელიაო. არ გამოსდის ბაბოს ერის ბაბოობა, არ უხდება ერისქალობა, აშკარად ეტყობა, რომ იტანჯება, გაქცევა უნდა, მაგრამ სად უნდა გაიქცეს, როცა ვერც ერთი დავალება ვერ შეასრულა? არადა, კიდე უნდა ტახტრევანზე ჯდომა, მსახურთა თითლიბაზობა. 
ვნახოთ, თუ სალომე ზურაბიშვილმა 5 000 ლარი არ გადაიხადა, ალბათ, ციხეში მოუწევს ჩაჯდომა. ჩაჯდება, როგორც ქართველი ხალხი იტანჯება, ეგეც ეგრე უნდა დაიტანჯოს. სამაგიეროდ, მთელი ევროპა ფეხზე დადგება. ვნახოთ, ცირკი ჯერ არ დასრულებულა, მთავარი ახლა იწყება.  

გელა ზედელაშვილი