დაფშტვენილი ეპშტეინი და ავადმყოფი სამყარო
ბოლო ერთი კვირაა, ჯეფრი ეპშტეინის კუნძულთან დაკავშირებულმა ამბებმა წალეკა საერთაშორისო მედია და სოციალური ქსელები.
ე. წ. მსოფლიო ელიტარული საზოგადოება რა სიბინძურეშიც ცხოვრობდა
და რა დანაშაულსაც სჩადიოდა, ყველაფერი გამოაშკარავდა. ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდება ვიდეოკადრები და ფოტოები, სადაც ცნობილი
და გავლენიანი გვამები არასრულწლოვნებთან „ერთობიან“, ძალადობენ
და ნარკოტიკებში იხრჩობიან
ვინ იყო ჯეფრი ეპშტეინი და რა ხდებოდა მის კუნძულზე? ეს მანიაკი დაიბადა 1953 წელს ბრუკლინში. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი განათლება არ 1976 წლამდე დალტონის სკოლაშიც კი მუშაობდა მასწავლებლად და გავლენიან ფინანსისტად ითვლებოდა. 2005 წელს ფლორიდაში დაიწყო გამოძიება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ ეპშტეინმა მის 14 წლის ქალიშვილზე იძალადა. ფედერალურმა პოლიციამ აღმოაჩინა 36 გოგონა, მათგან უმეტესობა 14 წლის, რომლებზეც ჯეფრიმ სექსუალურად იძალადა. ეპშტეინმა მხოლოდ ორი დანაშაული აღიარა და ფლორიდის სასამართლომ 13 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა მალევე გაათავისუფლეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულების პირობით.
ეპშტეინი მეორედ 2019 წელს დააპატიმრეს ნიუ-იორკსა და ფლორიდაში არასრულწლოვნებზე სექსტრეფიკინგის ბრალდებით. ის გარდაიცვალა თავისივე საკანში იმავე წლის აგვისტოში. ნიუ-იორკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, ბარბარა სიმპსონმა დაადგინა, რომ ჯეფრიმ თავი ჩამოიხრჩო. თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული მაინც არ არის. დადასტურებული ის გახლავთ, რომ სენტ ჯეიმსის კუნძული ეპშტეინის მხრიდან გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ათწლეულების განმავლობაში ძალადობის ეპიცენტრი იყო.
ეპშტეინს ჰქონდა სერიოზული კავშირები და შექმნა ქსელი, რომელშიც შედიოდნენ ბიზნესმენები, სამეფო ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები, მომღერლები და ასე შემდეგ. მისმა მეგობრობამ საზოგადო მოღვაწეებთან, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორთან (ყოფილი პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი), დონალდ ტრამპთან და ბილ კლინტონთან, დიდი სკანდალი გამოიწვია. დემოკრატიული პარტიის მიერ 2025 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ მას კავშირები ჰქონდა პიტერ ტილთან, ილონ მასკთან, ბილ გეიტსთან, ლარი სამერსთან და სტივ ბენონთან. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის, 2 ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო. რომლებიც 2011 წლიდან 2018 წლამდე თარიღდება. დონალდ ტრამპი თავს იგიჟებს, ეპშტეინმა ჩემ წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყოო.
მანამდე ტრამპმა ისიც თქვა, ეპშტეინს საერთოდ არ ვიცნობდი, ურთიერთობა არ მქონიაო. თუმცა არსებობს რამდენიმე ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, რომ იცნობდა კი არა, მასთან ძმაკაცობდა კიდევაც. აქ ერთიც უნდა გავითვალისწინოთ, 2025 წლის 20 ნოემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროებას ავალებდა. ამ საქმის შესახებ დოკუმენტები წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ მათი ნაწილი გასაჯაროვდა. ამოცანა გვეკითხება, დონალდ ტრამპს რამე ისეთი რომ ჰქონდეს „მიქარული“, იუსტიციის დეპარტამენტს ხომ არ დაავალებდა, ყველაფერი გამოაქვეყნეთო?
ეპშტეინის უარმყოფელთა რიგები მამლის ყივილამდე სწრაფად ივსება, დედამიწის ზურგზე ერთი იდიოტის გარდა აღარავინ აღმოჩნდა, ვინც მანიაკთან ახლობლობას, მეგობრობას და კუნძულზე აკვაცობის ქმნას აღიარებს. იმ ერთ იდიოტზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ბილ გეითსს მივაპყროთ ყურადღება, რომელიც ეპშტეინთან ნაცნობობის გამო ბოდიშს იხდის.
შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ესენი რატომღაც ჩვენებურ აკაცუკებს მაგონებენ - სანამ კისერში სწვდებიან, დიდ გულზე არიან, ყოყლოჩინობენ, ტრაბახობენ, „ტრიპაჩობენ“, მაგრები არიან, მაგრამ მერე? ოოო... მერე ჩვრებივით ხდებიან და ახსენდებათ, რომ სახლებში ავადმყოფი მშობლები ჰყავთ, წამალი აქვთ მისატანი, თვითონაც ავად არიან, მათ თუთიყუშებს ბუმბული დასცვივდათ, ცოლებმა მათი „ბუშლატები“ გარეცხეს და მოიწამლნენ. ბილ გეითსი, კაცო, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, 115 მილიარდი დოლარის მფლობელი ამბობს, დაფშტვენილ ეპშტეინთან კი ვსადილობდი, მაგრამ აზრზე არ ვიყავი, რას აკეთებდა და რას წარმოადგენდაო. აბა, როგორ გგონიათ, ასეთი გავლენიანი ფიგურები ვიღაცებთან ისე სადილობენ, რომ არ იციან, ის ვიღაცები რას აკეთებენ და რას წარმოადგენენ? ეგეთებს ხომ სპეციალური სამსახურები აქვთ შექმნილი „მავნების“ შესასწავლად და გასაშიფრად?
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მილიონობით დოკუმენტში, შესაძლოა, ყალბი ან ცრუდ წარდგენილი სურათები, დოკუმენტები ან ვიდეოებიც იყოს. რა თქმა უნდა, ნუ გამოვრიცხავთ, ამ სკანდალით ბევრმა თაღლითმა დააპიროს სარგებლობა და ფულის კეთება, მაგრამ თუ ბრალდებები დოკუმენტურად იქნება დადასტურებული, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. პრინციპში, ყველა რომ დაისაჯოს, ალბათ, ნახევარი ამერიკა ციხეში უნდა ჩაჯდეს, ეს ხომ ავადმყოფების ქვეყანაა?
მასალებში ასევე ფიგურირებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც ეპშტეინის მეგობართან, გისლეინ მაქსველთან ერთად ჩანს კერძო თვითმფრინავში. მასალებში ასევე ჩანს ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა ენდრიუ, რომელიც უცნობ ქალთან ერთად არის გადაღებული. ბრალდების თანახმად, ფინანსისტი ეპშტეინი არასრულწლოვნებს ეძებდა და ათასობით დოლარს იხდიდა სექსუალური აქტებისთვის როგორც ნიუ იორკში, თავის სახლში, ასევე ფლორიდაში მდებარე საკუთარ მამულში. 2009 წელს ახალგაზრდა მოდელმა, გაბრიელა ხიმენესმა, კამერის წინ იყვირა, რომ ელიტარული საზოგადოების წევრების მიერ ადამიანების ჭამის მოწმე გახდა. ის გიჟად მიიჩნიეს და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ეპშტეინის კუნძულის სტუმართა სიას გადავხედოთ, რასაკვირველია, ეს არასრულია, მაგრამ ძალზედ საინტერესო: დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, მაიკლ ჯეკსონი, ბილ გეითსი, ლეონარდო დიკაპრიო, ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, პრინცი ენდრიუ, კამერონ დიასი, ბრიუს უილისი, მიკ ჯაგერი, ტონი ბლერი, მოჰამედ ბინ სალმანი, ჯონ კერი, ტედ კენედი, რობერტ კენედი-უფროსი, მიშელ ბლუმბერგი, ვუდი ალენი, პეტერ მალდენსონი, რობერტ დე ნირო და სხვები.
„ეპშტეინის ფაილებიდან ირკვევა, რომ პანდემია დაგეგმეს ბილ გეიტსმა და ენტონი ფაუჩიმ. ისინი უნდა ისხდნენ ციხეში!“ - ეს სიტყვები ეკუთვნის კაცს, რომელსაც დღეს აშშ-ის ჯანდაცვა აბარია, ეს გახლავთ უმცროსი რობერტ კენედი. რასაკვირველია, ალბათ, პანდემიასთან დაკავშირებითაც ჩატარდება გამოძიება და საბოლოოდ დადგინდება, რასთან გვქონდა საქმე, რა გაუკეთეს ამ შეშლილებმა მსოფლიოს.
ეპშტეინის საქმის დამატებით ფაილებს შორის არის ასევე ილუზიონისტ დევიდ ბლეინის წერილი, რომელიც აცხადებს, რომ ცნობილი ილუზიონისტია და საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვისაც აქვს წარმოდგენა გამართული. ბლეინი ამბობს, რომ ერთ-ერთი წარმოდგენისას მას ერთი კვირა კუბოში აქვს გატარებული. მის სხვა კლიენტებს შორის დასახელებულები არიან დიმიტრი მედვედევი და ვიკტორ იანუკოვიჩი.
არ გაინტერესებთ, როგორი რეაქცია აქვს ამ მარაზმზე მიხეილ სააკაშვილს? ტრაბახობს, ნახეთ, ჩემთან ნაცნობობა დიდად საამაყო რამ არისო:
„ჩემი გვარი ეფშტეინის ფაილებში მოხვედრილა. რა გაგიხარდათ? ის, რომ ამერიკის ელიტაში ვიღაცა თვლიდა, რომ ჩემთან ნაცნობობის მოგონება საამაყოა, თუ ის, რომ თქვენი ჯღანები, ჯაყოს მეთაურობით, ეფშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდებიან ვერასდროს?“.
აბა, ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ეპშტეინის ფაილებში, ანუ მსოფლიო ისტორიაში? ან ირაკლი კობახიძე მოხვდება? ან სხვები მოხვდებიან? ან თქვენ მოხვდებით? ვერა, ვერ მოხვდებით, ვერც ისინი მოხვდებიან... აი, მიხეილ სააკაშვილი კი მოხვდა, ცნობილი ილუზიონისტი ჩამოუყვანია, სეანსები დაუნიშნავს და ერთი კვირა კუბოშიც დაუმწყვდევნია. მარტო სააკაშვილი? არა, თავის დროზე კახა ბენდუქიძესაც სწვევია ბედნიერება, ანუ გასჩენია სურვილი ეპშტეინის კუნძულზე „მოგზაურობისა“ და ქალებში „გულაობისა“, მას წერილი და თავისი მონაცემები გაუგზავნია, ალბათ, ფულიც გადაიხადა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ბენდუქიძემ მოასწრო თუ არა ეპშტეინის სიბინძურეში ბანაობა. იმედია, მაგასაც მალე გავიგებთ.
ხედავთ, როგორ წუმპეში იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატები? თან არ დაგავიწყდეთ, თვითონვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურმე ჯეფრი ეპშტეინი კაგებეს აგენტი იყო და ეს ყველაფერი კაგებეს მიერ დადგმული სცენარით ვითარდებოდა. რა გამოდის? თურმე მთელი ამერიკა რუსების ხელში ყოფილა, მათი პრეზიდენტებიც, სახელმწიფო მდივნებიც და სხვა სახის „მოღვაწეებიც“. რუსებს კომპრომატები ჰქონიათ ყველაზე და ამ დროს ვის ებრძვიან, რუსებს? ალბათ, თქვენც ამჩნევთ, რომ აშშ-ს საყრდენი საფუძვლები მორყეული და გამომპალი აქვს, ხომ? მე მგონი, ეგრეა. ისე, დაინტერესებული პირები პერიოდულად პუტინსაც ახსენებენ, ეპშტეინთან ეგეც მეგობრობდა და რამდენიმეჯერ შეხვდა კიდევაცო, მაგრამ ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი ვერაფერი გამოაქვეყნეს. აქ კი მახსენდება პუტინის შარშანდელი კომენტარი:
„დასავლური ელიტები საუკუნეების განმავლობაში მიჩვეულები იყვნენ ადამიანის ხორცით მუცლისა და ჯიბეების ფულით ავსებას, მაგრამ უნდა გაიგონ, რომ მათი ვამპირული წვეულება დასრულდა“.
ასეა, ხანდახან ოკუპანტსაც უნდა დავეთანხმოთ.
გელა ზედელაშვილი

