ლექსის კითხვის ოსტატი

ლექსის კითხვის ოსტატი

თავს გადახდენი ამბავი
 სოფელში ცხოვრება ჩემთვის პრობლემა არ არის _ გამიხარდება, თუ ადამიანები მიწას დაუბრუნდებიან! მთავარია, ადამიანმა საკუთარი დანიშნულება იპოვოს
იმ ადამიანთა ცხოვრება და მოღვაწეობა, რომლებიც ჩვენს გვერდით არსებობენ, მაგრამ სხვა სამყაროა სულდგმულებთ, სა ზო გა დო ე ბის თ ვის განსაკუთრებულ ინ ტე რესს იწ ვევს. იმ პ რო ვი ზა ცია და გარდასახ ვის ოს ტა ტო ბა, მკა ფიო ინ დი ვი დუ ა ლიზ მი _ეს თვი სე ბე ბი ნბ!ლ!ბ!თბ!მ!მჯ!ლ!ლბთ!წ!წჯმტ!ლექ სის კითხ ვი სასმუ დამ თან სდევს, რაც ასე ნუს ხავს და აჯა დო ებსმსმე ნელს. თი თო ე უ ლი ლექ სი მის სულ ში იჭ რე ბა დაჩვენს წინ ბუმ ბე რა ზი პო ე ტე ბი: მურ მან ლე ბა ნი ძე,მუხრნ მა ჭა ვა რი ა ნი, ტე რენ ტი გრა ნე ლი... ცოცხლდებიან. შემოქმედებითი ნიჭით, ემოციით შერწყმულიოს ტა ტო ბა, გულ გ რილს არა ვის ტო ვებს. რო გორცთა ვად ამ ბობს, ცხოვ რე ბამ ადა მი ა ნე ბის თ ვის ბედ ნიერე ბის, სი კე თის მო ტა ნა ას წავ ლა. მისთვის ადამი ანის დაკნინება, დაჩაგვრა მიუღებელია, რასაც ვაჟა-ფშაველას გენიალური ლექსით გამოხატავს: `ბა ლახივი ყო სა თი ბი, არა მწა დი ან ცე ლო ბა~.რო გო რია მსა ხი ო ბი ნბ!ლ!ლბ!თბ!მ!მჯ!ლ!ლბთ!წ!წჯ!მ!მჯ სცე ნის მიღმა,რით იყო გა მორ ჩე უ ლი მი სი ბავ შ ვო ბა, რა და -ა მახ სოვ რ და სტუ დენ ტო ბის წლე ბი დან და ასე ვე,თავს გა დახ დე ნილ სხვა სა ინ ტე რე სო ამბებზე თავადგვი ამბობს:
 

მიწის ყივილი
ბავშვობა ტკბილად მახსენდება. კასპის რაიონის სოფელ იგოეთში დავიბადე. წარმოშობით მთიული ვარ, დუშეთის რაიონის სოფელ ტონჩადან, ქართლში მერე ჩამოვსახლდით. დუშეთში ყველა ტონჩელებად მოგვიხსენიებდა. პაპას ვანო ერქვა და ყველა ტონჩაანთ ვანოს ეძახდა. მას ექვსი შვილი: ოთხი გოგო და ორი ვაჟი ჰყავდა. მამა _ ალბერტი (ფირანი) ნაბოლარა იყო. ვანო პაპა ხელოსანი გახლდათ. ზოგადად, პაპაც და ბებიაც ძალიან მშრომელები იყვნენ, მიწაზე მუშაობდნენ. ასევე, ბაღებიც ჰქონდათ. ასე რომ, ზამთარს უზრუნველად ვატარებდით. მთელი ზაფხული და შემოდგომა პაპა და ბებია ხვნა-თესვით იყვნენ დაკავებული. მე და ჩემი და ბებიას თოხვნაში, ბარვაში, თესვასა და მარგვლაში ვეხმარებოდით. განსაკუთრებით მარგვლის პროცესი მომწონდა. ბებია მიხსნიდა, როგორ უნდა გამეთავისუფლებინა სიმინდი სარეველა ბალახებისგან, რომელიც ნაყოფის გაზრ- დას ხელს უშლიდა. სხვათა შორის, უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი პედაგოგი ბატონი შალვა (მუმუშა) გაწერელია ამბობდა: სარეველა ადამიანები ყველგან არიან და თუ `ტერიტორია~ არ გაწმინდე, საქმე არ გაკეთდებაო. შეიძლება კონკრეტულ საქმეში სარეველა იყო, მაგრამ სამაგიეროდ, სხვაგან ივარგო. მაგალითად, მე ფიზიკოსად ვერ გამოვდგები, იქ უთუოდ სარეველა ვიქნები, ვერც ცდას ჩავატარებ, პირიქით, შეიძლება რაღაც ავაფეთქო და საქმე დავაზიანო. ამიტომ ყველამ საკუთარი ადგილი უნდა მოძებნოს. ბატონი შალვა პირდაპირ ეუბნებოდა სტუდენტს: შენგან მსახიობი არ გამოვა, სჯობს, ბედი იმ საქმეში სცადო, რაც უკეთ გამოგივაო.
დავუბრუნდეთ ბავშვობას. ბებიას თავის დაქალებთანაც ხშირად დავყავდი. წინდების ქსოვასაც მასწავლიდა _ მატყლს ჩეჩავდა, ართავდა, ძაფი გამოჰყავდა და მერე წინდას ქსოვდა. ქსოვა ჩემთვის რთული იყო, რადგან დაწყება, ქუსლის გამოყვანა მიჭირდა. ხუთი ჩხირით ვქსოვდი. კაშნეს მოქსოვა უფრო მიადვილდებოდა. გარდა ამისა, ბებიას ჭუკები, ქათმები, ძროხებიც ჰყავდა. საღამოს ძროხა რომ არ მოვიდოდა, მე და ჩემი და მის მოსაყ- ვანად მივდიოდით. მოგვიანებით ძროხას სახლში მოსვლა ვასწავლეთ. ზოგჯერ, მე და ჩემი და სახლში გვიან რომ მოვიდოდით, პაპა გვეტყოდა: იმ ძროხებს ჰგავხართ, სახლში მოსვლა რომ არ იციანო. ჭუკების კვებაც ძალიან მომწონდა, მატიტელას ვკრეფდით, ჭადის ფქვილსა და მაწონში ვურევდით და მათ ისე ვაჭმევდით. აი, ასე ვიზრდებოდით. მერე მამიდა გარდაიცვალა, რომლის სიკვდილსაც პაპამ ვერ გაუძლო და მოგვიანებით, ისიც დაიღუპა. სანამ მამიდა გარდაიცვლებოდა, პაპა ჩონგურზე უკრავდა და მღეროდა, მე და ჩემი და კი, ვცეკვავდით. მამიდას გარდაცვალებიდან გარკვეული დროის მერე, პაპას ჩონგურზე დაკვრა ვთხოვეთ (მაშინ მე და ჩემი და საკმაოდ პატარები ვიყავით და ტრაგედიის სიმძაფრეს იმდენად ვერ ვაცნობიერებდით), მაგრამ ამ ამბის მერე მას აღარას- დროს დაუკრავს. პაპაჩემის ქვითინი არ დამავიწყდება. მერე მოქვითინე მამაჩემი ვნახე, როცა ბებია გარდაიცვალა. ბავშვობის პერიოდიდან არც ის კადრი ამომდის გონებიდან, როცა ჩვენი ძროხა კვდებოდა და სასოწარკვეთილი ხან ერთ მხარეს გადააქნევდა თავს, ხან _ მეორე. ამის შემყურე, პაპა და მეზობლის კაცი იქვე ჩამომსხდარიყვნენ და ქვი- თინებდნენ. არც ის დამავიწყდება, როცა ძროხა ხბოს იგებდა, როგორ გვიხაროდა. ასე რომ, თუ სოფელში ცხოვრება მომიწევს, ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება. ეს გარემო ჩემთვის უცხო არ არის. მივესალმები, თუ ადამიანები, ჩემი თამადობით, მიწას დაუბრუნდებიან.

„კერასინკასთან“ გატარებული სტუდენტობის წლები
 ბავშვობისგან განსხვავებით, სტუდენტობის პერიოდი საკმაოდ რთული იყო. 90-იანი წლები გახლდათ, მე და ჩემი და ქირით ვცხოვრობდით. მძიმე ყოფა გამოვიარე, რამაც ჩემს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იმოქმედა. პატარა `კერასინკა~ გვქონდა, რაზეც საჭმლის მომზადება წარმოუდგენელი იყო, მხოლოდ ჩაის ვადუღებდით. მახსოვს `გალინა ბლანკას~ სუპებს ვყიდულობდით, რამაც ნაღვლის ბუშტი მომისპო. ამ პატარა კუბიკს, რომელსაც ზოგს ხორცის გემო ჰქონდა, ზოგს _ სოკოსი, მდუღარე წყალს დავასხამდით და პურთან ერთად ვჭამდით. მოკლედ, ძალიან გვიჭირდა. რაც შეეხება უნივერსიტეტში სწავლას, საკმაოდ ბეჯითი სტუდენტი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი და სტიპენდიაც მქონ- და _ 50 მანეთი, რითაც ქირასაც ვიხდიდი.
სასწავლებელს რაც შეეხება, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩემი პედაგოგი შალვა (მუმუშა) გაწერელია იყო, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ. თეატრალურ ცხოვრებაში ჩემთვის იგი ყოველთვის მოძღვრად დარჩება. ბატონი შალვასთვის თეატრი ტაძარი იყო. რასაც ილია ამბობდა თეატრზე, სწორედ იმ პრინციპებით აღგვზარდა შალვა გაწერელიამ სტუდენტები. სცენური ესთეტიკა, კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა, რაც შეიძლება ქვეყანაში ხდებოდეს, სცენიდან მაყურებელს კულტურული ფორმით უნდა მიეწოდოს. დაუშვე- ბელია, მაყურებელს სცენიდან შეურაცხყოფა მიაყენო და აფიქრებინო: სად მოვდიოდი, ნეტავ, სახლში დავრჩენილიყავი და რამე სასიამოვნოსთვის მეყურებინაო.

სარკის წინ გავლილი რეპეტიცია
მოგვიანებით მეტყველების კულტურის განხრით მაგისტრატურა დავამთავრე, სადაც ჩემი პედაგოგი უძვირფასესი ადამიანი მანანა ბერიკაშვილი იყო. იგი მეტყველების უძლიერესი პედაგოგია. მხატვრული კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა. საკუთარი თავი სულ სარკის წინ მახსოვს, ვიდექი და განურჩევლად ყველა სახის ტექსტებს ჟურნალ-გაზეთებიდან თუ წიგნებიდან, ხმამაღლა ვკითხულობდი. სხვათა შორის, ბებიაც არაჩვეულებრივად მეტყველებდა. წეღან ბავშვობას ვიხსენებდი და იცით, კიდევ რა მახსოვს? _ ბებია მოტირალი იყო. სოფელში ვინმე რომ გარდაიცვლებოდა, მას უხმობდნენ. ნეტავ, გენახათ, რა სიტყვებით ტიროდა, გალობასავით ჩამესმოდა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის
თეატრი ზოგს გასართობი ადგილი ჰგონია. მისდამი დამოკიდებულება, წესრიგი, დისციპლინა, კულტურა მახსენებს თუ როგორი თეატრი უყვარდა შალვა გაწერელიას, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ პროფესიისადმი. მსახიობს უფალი იგივე მოძღვრად ნიშნავს, რომელმაც ადამიანების სულზე უნდა იზრუნოს ისევე, როგორც სულიერმა მოძღვარმა. მსახიობს საკუთარი თავის, ქვეყნის, მაყურებ- ლის წინაშე უდიდესი ფუნქცია და მოვალეობა აქვს.
ამჟამად მე თვითონაც პედაგოგი ვარ. აქვე, მინდა დიდი მადლო- ბა ვუთხრა სხვადასხვა მუნიციპა- ლიტეტების, მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელებს, რომლებიც ახალგაზრდებზე ზრუნავენ. კერძოდ, შექმნილია უფასო ჯგუფები, სადაც ბავშვები მხატ- ვრულ კითხვას და პოეზიას ეზია- რებიან.
მსახიობობა მხოლოდ პროფესია არ არის, ის პიროვნებადაც გაყალიბებს. მხოლოდ დგიფ, დგაფ, დგუფ და ლე, ლა, ლუ-ს სწავლება საკმარისი არ არის. შესაბამისად, მეც ჩემი პედაგოგების, სულიერი მოძღვრების კვალს მივყვები. თითოეულ ბავშვთან, რომლის სულზეც უნდა ვიზრუნო, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ბავშვში სიკეთე, სიყვარული უნდა დათესო, მას მეგობრობა, პარტნიორის შეგრძნება უნდა ასწავლო. მარტო საკუთარ თავზე როდი უნდა ვიფიქროთ. ახლა სასწაული ხდება, არ ვიცი ამ ხალხს რა სჭირს. ტრან- სპორტში ადიხარ, ვიღაც სკამზე ნაპირში ჯდება და მეორე სკამზე პარკებს ალაგებს. შენ დგახარ, ირყევი და მას პარკები ისევ ჯიუტად ულაგია და არ გსვამს. ადამიანები ერთმანეთზე არ ვზრუნავთ. ანდა მანქანის სადგომი ავიღოთ, მანქანას ისე დააყენებენ, იმაზე არ ფიქრობენ, რომ სხვასაც უნდა მანქანის გაჩერება. ანდაც, ეს _ ქუჩაში მოდის ადამიანი და ისე დაგეტაკება, ზედ არ გიყურებს. სამწუხაროდ, ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავით ვართ მოცულნი.
ამიტომ, ბავშვებს რომელთაც ვასწავლი, ყველაფერზე ველაპა- რაკები, მათ შორის, იმაზეც, რომ სცენაზე პარტნიორი უნდა იგრძნონ. მინდა, მათ ერთურთისადმი გულისხმიერება, გულშემატკივრობა გავუღვივო, ერთმანეთის მეგობრობა, პატივისცემა, სიყვარული ვასწავლო. მინდა გითხრათ, რომ რაიონებში, სოფლებში სასწაული ბავშვები იზრდებიან, ნამდვილი მარგალიტები. უბედნიერესი ვარ, რომ მათთან მუშაობა მიწევს. მთავარია, ადამიანმა საკუთარი დანიშნულება იპოვოს, რატომ მოვიდა ამქვეყნად _ საჭორაოდ, ბოროტების საკეთებლად, ფულის საშოვნელად თუ _ სიკეთის დასათესად. ამ ქვეყნად შენს არსებობას ის დანიშნულება უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანებს სიკეთე, ბედნიერება მოუტანო. ბავშვებისგანაც ბევრს ვსწავლობ. მათ უზომოდ ვუყვარვარ, რაც მაბედნიერებს.

„მილიონერი“ მაკა შალიკაშვილი
ზოგადად, მიმაჩნია, რომ ცხოვ- რებაში ძალიან გამიმართლა. მახსოვს, როგორ წავიკითხე პირველად `იმედზე~ ერთ-ერთ გადაცემაში ლექსი. მეორედ რომ მიმიწვიეს, ასე წარმადგინეს: ლექსს მილიონერი მაკა შალიკაშვილი წაგვიკითხავსო. საქმე ის არის, რომ ჩემ მიერ წაკითხულ პირველ ლექსს მილიონამდე ნახვა ჰქონდა. დიახ, მე მილიონერი ვარ. მილიონამდე ადამიანი მწერდა: გვიყვარხართ, რა კარგად კითხულობთ ლექსებს, ზინაიდა კვერენჩხილაძე გაგვიცოცხლეთო. როცა ასეთ ადამიანს გადარებენ, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. მომავალი თაობები ლექსს რომ წაიკითხავენ, მათ თუ ეტყვიან: ისე წაიკითხე, მაკა შალიკაშვილი გაგვახსენდაო, სხვა რა უნდა მინდოდეს. სწორედ ასე ხდება ადამიანის უკვდავყოფა. ილია ამბობდა: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერთან, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“. ადამიანებს სიკეთის კეთებაში უნდა წარვუძღვეთ.
 თეატრი ჩემთვის ტაძარია
თეატრი ჩემთვის იგივეა, რაც ჩემი პედაგოგისთვის. დიახ, თეატრი ჩემთვის ტაძარია, საიდანაც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის, ვაჟკაცობის, მეგობრობის სადიდებელი უნდა ისმოდეს. სპექტაკლის დადგმის ყველა იდეა სიკე- თე, ადამიანების გადარჩენა უნდა იყოს. როცა გიჭირს და ჩიხში ხარ, რჩევისთვის მოძღვართან ან მეგო- ბართან მიდიხარ. თეატრში როცა მიდიხარ, ბევრ, შენთვის გაუცემელ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. სცენიდან ადამიანებს იმაზე უნდა ესაუბრო, რაც თავადაც გაწუხებს. ყველას ხომ ერთი სატკივარი გვა- ქვს. განა შეიძლება მე და სიტყვაზე, მეეზოვეს განსხვავებული სატკივარი გვქონდეს?! ადამიანმა თეატრში გამოსავალი უნდა იპოვოს, იქ დასამშვიდებლად, სულიერად და ფიზიკურად ამაღლებისთვის უნდა მოვიდეს და იქიდან წელში გამართული წამოვიდეს. აი, ამას უნდა აკეთებდეს თეატრი. მე ასეთი თეატ- რი მომწონს და მიყვარს. თუ დამთ- რგუნა, ნერვები მომიშალა და ქვეყნის, ჩემი ხალხის საგინებლად განმაწყო, ასეთი თეატრის არსებობას ეჭვქვეშ ვაყენებ, მეტიც, უავრყოფ. რაც შეეხება ჩემს მიერ შესრულე- ბულ როლებს, თავის დროზე ყველა კარგი იყო, თუმცა განსაკუთრებუ- ლი როლის გამორჩევა გამიჭირდება. ისეთი როლი, რომელსაც ახლა აღვნიშნავდი, ჯერ არ მითამაშია და ვფიქრობ, ამ კუთხით, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ვამაყობ დიდ რეჟისო- რებთან მუშაობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო პროცესია. მათი დამოკიდებულება საქმისადმი, დისციპლინა არასდროს დამავიწყდება. ისინი თავისი საქმის, პროფესიის მიმართ საოცრად ლაღები, შესანიშნავები, მასშტაბურები არიან. აღსანიშნავია, მათი დამოკიდებულება ახალგაზრდებთან. მინდა, არ დავკარგო ის, რაც მათში მომწონს და მაგალითი სწორედ მათგან ავიღო.

ლექსის კითხვის ოსტატი
რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავეუფლე ლექსის კითხვის ოსტატობას, როგორც ზემოთ გითხარით, ბებია კარგი მეტყველებით გამოირჩეოდა. ასევე, დედაც. პაპას მხედველობის გამო კითხვა რომ უჭირდა, დედას სთხოვდა მისთვის გაზეთი წაეკითხა. ისიც „ფეჩთან“ იჯდა და ხმამაღლა უკითხავდა. მე მხატვრული კითხვა სკოლიდანვე მომწონდა. როცა ლექსი მქონდა სასწავლი, იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი. გაკვეთილის მოყოლა იმდენად მომწონდა, სახლში ვთამაშობდი, თუ როგორ ხსნის მასწავლებელი გაკვეთილს. ასევე მომღერლობაც მიტაცებდა _ სარკის წინ დავდგებოდი, ხელში მიკროფონს დავიკავებდი და ვმღეროდი. საკუთარი აზრების გამოთქმა ძალიან მიყვარს.
საყვარელი პოეტი ბევრი მყავს. განსაკუთრებით, მურმან ლებანიძე მიყვარს, ასევე, მუხრან მაჭავარიანი, ტერენტი გრანელი, გალაკტიონ ტაბიძე, ოთარ ჭილაძე და სხვა მრავალი. ლექსი კარგად რომ წაიკითხო, რა თქმა უნდა, კარგად უნდა მეტყველებდე, ყველა ბგერას პატივს სცემდე და რასაც კითხულობ, იმის აზრი გესმოდეს. თუ ავტორს ეთანხმები, მაშინ ლექსის კითხვა კარგად გამოდის. ანუ, ის ლექსი, რომელსაც კითხულობ, შენი უნდა იყოს. პირველი ლექსი, რომელიც საჯაროდ წავიკითხე, მურმან ლებანიძის „ვერაფერი გამიგია ცხოვრებაში რა ხდება“ იყო, რასაც შინაგანად აბსოლუტურად ვეთანხმებოდი. ჩემ მიერ წაკითხული ეს ლექსი ძალიან პოპულარული გახდა, ხალხს მოეწონა, რადგან ჩემში გულწრფელობა დაინახა.
— დღევანდელი გადმოსახედიდან რომელი ლექსით გამოხა- ტავდით თქვენს სათქმელს?

— გაზაფხულს ია ამოდის,
სთველში ირემი ჰყვირისო,
_ ეს ჩემი გული ტიალი
ისევ და ისევ ტირისო. 
ღამით მინახავს მთის პირად
ბუ გულსაკლავად ჰკიოდეს;
ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!
მითამ სუყველას ბოლო აქვს,
ზღვანიც-კი დაშრებიანო;
მაშ ჩემის გულის დამჭრელნი
რატომ არ გასწყდებიანო?!

თამარ შველიძე