ხოშტარიებს რუსული რუბლები ისევ ჩაურიცხეს
ცოტა კი დააგვიანეს, მაგრამ მაინც ჩაურიცხეს. როგორც კი გვიანდება, ხოშტარიების ოჯახიდან ეგრევე მიდის ზარი კრემლის ერთ-ერთ უჯრედში მკაცრი შეკითხვით: „რატომ აგვიანებთ“?!
პასუხი კრემლის ერთ-ერთი უჯრედიდან: „არ ინერვიულოთ, მალე იქნება“.
შეკითხვა ხოშტარიებიდან: „თუ რუბლები არ გაქვთ, ფუნტები ჩარიცხეთ, ან დოლარები, სულაც ევროები. არ არის პრობლემა“!
პასუხი: „არა, რუბლები გვირჩევნია“.
ჰოდა, ჩარიცხეს, პირდაპირ გოგიას სახელზე 1 200 433 რუბლი.
რატომ ჩქარობენ ხოლმე ასერიგად ხოშტარიები? ალბათ, იცით, ისინი ბათუმში ბინებს ყიდულობენ და შემდეგ რას შვრებიან, მხოლოდ ეშმაკმა იცის. არა, ხალხმაც იცის, მაგრამ ეშმაკმა უფრო უკეთესად იცის იმიტომ, რომ გოგია ეშმაკზე ერთი-ორი თვით ადრეა დაბადებული, ხოლო ჰელენი და ეშმაკი ძაან ახლოს არიან ერთმანეთთან, ალალად მეგობრობენ. ჰოდა, ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, როგორ ძვირდება ბინები ყოველდღიურად ბათუმსა და მის შემოგარენში.
სხვათა შორის, უნდა დავაზუსტო, მთლად ეგრეც არ არი, რომ წერენ, რუსეთიდან ჩაერიცხაო გოგიას. ესე იგი, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან რუბლები გადაირიცხა სოლიკო ვირსალაძის ანგარიშზე სამოთხეში და მერე სამოთხიდან ჩაერიცხა გოგიას.
რა არი აქ გაუგებარი?
სამოთხეში ჩაირიცხა და იქიდან გადმოერიცხა გოგიას, როდის იყო, ჯოჯოხეთიდან ფულებს რიცხავდნენ?!
ახლა კი ხუმრობის გარეშე... მე არაფერი მიკვირს, გოგია რომ თავიდანვე სულწაწყმედილი იყო, ეგ მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ ამ რუსეთში ეგრე რანაირად „დასირდნენ“, რომ ამათ ფულებს აძლევენ? რაში, კაცო, გავლენა აქვთ, სახელი, დიდება თუ ავტორიტეტი? ჩვეულებრივი, არაფრის მაქნისი აგენტები არიან, რომლებსაც აგენტობაც არ გამოსდით.
მაგარი „ხოხმაა“, ფულებს რუსეთიდან რომ იღებენ და, ამავე დროს, ევროპიულს აწვებიან. აი, ეს რანაირად ხდება, ვერ ვხვდები. არა, მე კი ვხვდები, მაგრამ რუსთაველზე გამოშტერებულები რომ დაბოდიალობენ, იმათ რატომ არაფერი ესმით? პრინციპში, არც უნდა ესმოდეთ, როცა თავში ტვინის ნაცვლად ნახერხი გიყრია, რატომ უნდა გესმოდეს?!
ეს კაცი, როცა ზვიად გამსახურდია საქართველოდან გააძევეს, ტელევიზიის კიბეზე იდგა და ავტომატიან ნაბიჭვრებს ლანძღავდა, ზვიადი ცოცხალი რატომ გაუშვით, რატომ არ მოკალითო? ამ ფაქტის მომსწრეები ცოცხლები არიან და წესით, ქუჩაში ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს, მაგრამ რათ გინდა? ისევ ესენი გრიმიტობენ და რავი, ფულებსაც ურიცხავენ... თან - სამოთხიდან!
გელა ზედელაშვილი

